ერთი შეხედვით, სექსს და სულს არ აქვს საერთო არაფერი ერთმანეთთან, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. სექსი - ინტიმური გამოცდილებაა, რომელიც პარტნიორებს დროთა განმავლობაში განსაკუთრებულ კავშირს უღრმავებს. ტანტრული სექსის განხილვა შეიძლება, როგორც ღრმა კავშირი სულიერების დონეზე, როდესაც სიამოვნების მიღება ორივე პარტნიორისთვის ხელმისაწვდომია. ტანტრულ სექსზე რამდენიმე საინტერესო ფაქტია ცნობილი, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა.
10. ღრმა კავშირს არ სჭირდება ეგოიზმი
რა თქმა უნდა, ეს წესი ყველანაირ ცხოვრებისეულ მხარეზე გასათვალისწინებელია, მაგრამ სექსის კუთხით ბევრად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მასში მონაწილეობს ორი ადამიანი. აუცილებელი ხდება ის, რაც თითოეულ მათგანს მოსწონს და არც ერთს არ აქვს რაიმე პრიორიტეტი.
9. ერთიანობის შეგრძნება არამარტო სხეულით
ტანტრული სექსის ნაკლებად ცნობილი ფაქტები ასე გამოიყურება: ვნება, სიამოვნება და ჩვევები - რაც პიროვნების განუყოფელი ნაწილია. სამივე პუნქტი თავს სწორედ სექსუალურ ქმედებებში ავლენს. ამიტომ მნიშვნელოვანია გააანალიზოთ, რომ ეს არა მარტო სხეულის კავშირის დონეზე ჩნდება, არამედ ფსიქოლოგიურზეც.
8. ქმედება იწყება და სრულდება საუბრით
მსოფლიოს არც ერთ კუთხეში არ არის მიღებული პირდაპირ საქმეზე გადასვლა, მაშინაც კი, თუკი სექსი მხოლოდ ერთი ღამით არის. პარტნიორები, პირველ რიგში, ერთმანეთთან საუბარს იწყებენ. ასე არკვევენ, რამდენად დათანხმდება პარტნიორი მის სურვილებს. ეროტიკული ქვეტექსტები კი პრელუდიას წარმოადგენს.
7. იდეალური დრო არ არსებობს
ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფაქტია ტანტრა-სექსში, დროის გამუდმებით კონტროლი, რაზე რამდენი ხანი დაგჭირდათ, არ არის სწორი. შესაბამისად, სექსისთვის და სულიერი სიახლოვისთვის იდეალური დროის ცნება არ არსებობს.
6. რიტუალების მეთოდის გამოყენება
ბევრს რიტუალი რელიგიურ ჭრილში წარმოუდგენია, თუმცა ეს ასე არ არის ყოველთვის. ტანტრულ სექსში რიტუალად ითვლება პარტნიორის ეროგენულ ზონებზე შეხება, რომელიც სიამოვნებას აღვიძებს მასში, თუმცა შესაძლოა, ეს მუსიკის, სასურველი თეთრეულის, არომატებისა და სანთლების მეშვეობითაც იყოს განპირობებული.
5. ეს არის გულწრფელობის გამოვლინება
პირველი წესი სულიერი კავშირის დამყარებისას არის ეგოიზმის დავიწყება. ამ დროს უნდა გამოავლინოთ გულწრფელობა, პარტნიორები ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ და შესთავაზონ სიამოვნების მინიჭების სხვადასხვა გზა, რომლებიც მათ მოსწონთ.
4. აღფრთოვანება და მადლიერება პარტნიორისადმი
ტანტრულ სექსში ორივე პარტნიორი უნიკალური პიროვნებაა. ეს ეხება სხეულსაც. წყვილმა საკუთარ სხეულებს მადლობა უნდა უთხრას იმისათვის, რომ აგრძნობინებს კავშირს პარტნიორის სხეულთან. სექსში აუცილებელია ერთმანეთის შექება და გრძნობების გამოხატვა.
3. სექსი პატივისცემის გარეშე არ არსებობს
სექსი ორი ზრდასრული ადამიანის სურვილია, რომელიც თანხმობის შედეგად მიიღწევა და სიამოვნებას ანიჭებს პარტნიორებს, შესაბამისად პატივისცემა ტანტრულ სექსში ყველაზე მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ წყვილს შორის სულიერი კავშირი დამყარდეს. აუცილებელია უყვარდეთ პარტნიორებს ერთმანეთის სული და სხეული.
2. ყველა იმსახურებს აღფრთოვანებას
ძველად ბერძნებსა და რომაელებს სიყვარული და ვნება ქალღმერთ აფროდიტეში და ვენერაში ჰქონდათ გაერთიანებული. როგორც ამბობენ ადამიანები დღემდე მიდიან ქალღმერთების ქანდაკებებთან დახმარების სათხოვნელად. როგორც ადრე ეთაყვანებოდნენ ქალღმერთებს ბერძნები, თანამედროვე ადამიანებმა სწორედ მსგავსად უნდა მოეპყრონ თავიანთი პარტნიორების სხეულს, აღფრთოვანება მნიშვნელოვანია სექსში.
1.ეს ჩვენი ნაწილია
რამდენადაც ეს ბუნებრივი, სასიამოვნო კავშირია, მას დროთა განმავლობაში მდიდარ გამოცდილებამდე მივყავართ, ეს კი ნორალურად უნდა მიიღოთ. სექსუალურ ცხოვრებაში უნდა გამორიცხოთ სირცხვილი, ვინაიდან პარტნიორებმა ერთმანეთი უკეთ უნდა გაიცნონ და აირიდონ თავიდან არასასიამოვნო სიტუაციები.