SEX...

15 ფაქტი კლიტორზე, რომლებიც შენთვის სიურპრიზი აღმოჩნდება

15 ფაქტი კლიტორზე, რომლებიც შენთვის სიურპრიზი აღმოჩნდება
  1. ძალიან ცოტა ქალი განიცდის ორგაზმს ვაგინალური სექსის დროს. მეტი კონკრეტიკისთვის, ქალების 50-75%-ს სჭირდება კლიტორული სტიმულაცია ორგაზმის განსაცდელად.
  2. მეცნიერული დასკვნების თანახმად, კლიტორი პენისის „ჰომოლოგია“, რაც ნიშნავს იმას, რომ სტრუქტურულად მსგავსება ბევრი აქვთ, თუმცა ზომით ბევრად პატარაა. მეცნიერები ერთ აზრზე თანხმდებიან, რომ ძველად, ქვის ხანის პერიოდიდან მოყოლებული, დედის მუცელში, ემბრიონს როცა არ ჰქონდა გადაწყვეტილი სქესი, პენისი პატარა ზომის კლიტორი იყო, მანამ, სანამ შესაბამისი ჰორმონები არ ჩაერთო და შედეგად დაიწყო ზომაში ზრდა.
  3. კარგი ამბავი გვაქვს: ის არასდროს ბერდება.
    დიახ, სწორად გაიგეთ. პირველ რიგში, შეგიძლიათ ორგაზმი განიცადოთ ზედიზედ ბევრჯერ; მეორე მხრივ კი, შეგიძლიათ ეს სიკვდილამდე გააკეთოთ. ზრდასრულობისას ის თავისი მომწიფების პიკში ყოფნისას ზუსტად იგივე რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე და ასაკი საერთოდ ვერაფერს აკლებს. ასე რომ, ორგაზმი ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ განიცადოთ.
  4. ნერვული დაბოლოებები კლიტორში ორჯერ მეტია, ვიდრე პენისზე. კლიტორში დაახლოებით 8000 ნერვული დაბოლოებაა, რაც პენისის თავთან არსებულ ნერვულ დაბოლოებებთან შედარებით ორჯერ მეტია.
  5. ის უფრო დიდია, ვიდრე გეჩვენებათ, დაახლოებით ოთხჯერ მეტი. დარჩენილი ნაწილი სხეულის შიგნით იმყოფება, გარედან მხოლოდ კლიტორის თავი ჩანს და ისიც დაფარულია სასქესო ბაგეებით. შიდა მხარის ჩათვლით, კლიტორის სიგრძე 8-დან 20 სმ-ს აღწევს. 6 фактов о клиторе, которые стоит знать — Рамблер/женский
  6. მას მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს - მოგანიჭოს სიამოვნება.
  7. ხანგრძლივობის კუთხით, გოგონები გამარჯვებულები არიან. ქალის ორგაზმი დაახლოებით 20 წამს გრძელდება, მამაკაცის კი 10 წამს შეადგენს. ასევე, ქალს ზედიზედ შეუძლია ორგაზმის განცდა. საბოლოოდ ქალის ორგაზმი 10-30 წამს შეადგენს, მამაკაცის კი - მაქსიმუმ 15 წამს.
  8. როცა ქალი აღგზნებულია, კლიტორის „ფეხები“ და G წერტილი უფრო დიდი ზომის ხდება. ნებისმიერი ორგაზმი არის კლიტორით გამოწვეული. შესაბამისად, კლიტორალურად და ვაგინალურად ორგაზმის დაყოფა არასწორია. პირველ რიგში, სიამოვნების იმპულსები ტვინიდან მიეწოდება და ის იწვევს შედეგად ორგაზმამდე მისვლას.
  9. ის იზრდება, კლიტორი მთელი ცხოვრების მანძილზე იზრდება ზომაში. ეს არანაირ კავშირში არ არის ჰორმონალურ დონესა და სექსუალურ ცხოვრებასთან. ის უბრალოდ ცხოვრებისეული ციკლის შედეგად ცვლილებას განიცდის. მენსტრუალური ციკლის დროს კლიტორი უფრო დიდი ზომის ხდება, პუბერტატული პერიოდის დასრულებისას კი კლიტორი დაახლოებით 1.8-ჯერ უფრო მსხვილი ხდება; 32 წლისთვის კლიტორი უკვე ოთხჯერ მეტია, ვიდრე პუბერტაციის პერიოდში, თუმცა ეს არ არის დასასრული, მენოპაუზის შემდეგ შვიდჯერ მატულობს ზომაში, ვიდრე დაბადებისას იყო.
  10. კლიტორი არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც აქვთ. განსაკუთრებით განვითარებულია ლემურებსა და მაიმუნებში; ასევე, კუს, ნიანგს და ყანჩასაც გააჩნია.
  11. მას ცვლიან, თუმცა ამაზე ქალები ძირითადად არასდროს საუბრობენ, თავზე წამოცმული „ქუდის“ მოცილებით მგრძნობელობას ზრდიან. ზომის რეგულირება ქირურგიულად არის შესაძლებელი. ამერიკული ესთეტიკური ქირურგიის ცენტრის მონაცემებით, 2012 წლისთვის 2000-ზე მეტმა ამერიკელმა გაიკეთა „კლიტორული გაახალგაზრდავება“.
  12. კლიტორი განსხვავდება ფორმისა და ზომის მიხედვით ყველა ქალბატონში. ზოგიერთებს „ქუდის“ ქვეშ აქვთ დამალული, ზოგიერთს კი გარეთ აქვს თვალსაჩინოდ. ზოგს საკმაოდ მგრძნობიარე აქვს, ხოლო ნაწილს დიდი ძალისხმევა სჭირდება და სწორი მიდგომა სიამოვნების აღსაქმელად.
  13. სიტყვა „კლიტორი“ ბერძნულიდან მომდინარეობს და ნიშნავს გასაღებს, გასაღები სიამოვნებისა და ბედნიერებისკენ.
  14. ის ნამდვილად ჰგავს აგებულებით პენისს. მას აქვს თავი, რომელიც აღგზნების შედეგად ზემოთ იწევა.
  15. მისი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. სტიმულაციის შედეგად მაქსიმალური პოტენციალის შემდეგ მისი შეხება შესაძლოა მტკივნეულ შეგრძნებებს და დისკომფორტს იწვევდეს.

წყარო: cosmopolitan

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93