რამდენად ხშირად უნდა დაკავდნენ სექსით წყვილები ბედნიერებისთვის? ყველას თავისი პასუხი გააჩნია ამ კითხვაზე, თუმცა რეგულარული სექსი არა მარტო ინტიმური ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის აუცილებელი, არამედ ბევრ პრობლემას აგვარებს. ერთად განვიხილოთ, კონკრეტულად რომელს? გიზიარებთ ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის ისტორიას, რომელმაც ურთიერთობებში ცვლილებები შენიშნა რეგულარული სექსის შედეგად.
"სამი წლის წინ სექსი ყოველდღიურად გვქონდა მთელი წლის განმავლობაში, მაშინაც კი, როცა კრიტიკული დღეები მქონდა. ამას ქორწინების შესანარჩუნებლად ნამდვილად არ ვაკეთებდი, ეს მთლიანად ჩემთვის იყო. მესამე შვილის გაჩენის შემდეგ ერთ დღესაც სარკეში ჩავიხედე და ვნახე დედაჩემის გამოსახულება. მას შემდეგ მრცხვენოდა და სექსი მეუღლესთან მხოლოდ სიბნელეში გვქონდა.
ვიცვამდი გამომწვევ საღამურებს; ველოდი მეუღლეს, როდის გავიდოდა ოთახიდან იმისათვის, რომ სააბაზანოში გავქცეულიყავი. თუმცა დროთა განმავლობაში გამიჩნდა კითხვა, იცის ჩემმა მეუღლემ, როგორ გამოვიყურები საღამურების და პლედის გარეშე? შეძლებს აღმიქვას შიშველი?
დაქალთან საუბრის შემდეგ, რომელსაც მეუღლესთან ქორწინების დღიდან ყოველდღე რეგულარული სექსი ჰქონდა, გადავწყვიტე, მეც მიმებაძა მათთვის და მეუღლესთან მეც ყოველდღიურად, მთელი წლის განმავლობაში სექსით ვკავდებოდი. ეს იდეა კი მას, რა თქმა უნდა, ძალიან მოეწონა.
თუმცა მანამ, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივედი, ყოველ საღამოს, კონტაქტური ლინზების მოხსნის შემდეგ სააბაზანოში ვფიქრობდი, სამი შვილის დედა თავისუფალ დროს რატომ უნდა დავკავდე მეუღლესთან სექსით. მინდოდა უბრალოდ წამოწოლა, ფილმების ყურება და მიუსლის ჭამა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყოველდღე გვქონდა სექსი, თითქოს დამოკიდებული გავხდი და ყოველ საღამოს ველოდებოდი ჩემს ქმარს.
ჩვენი ურთიერთობა თითქოს გამოცოცხლდა, ერთმანეთს რომანტიკულად ვკიდებდით ხელს, სამსახურში წასვლის წინ ვკოცნიდით ერთმანეთს. ურთიერთობა უფრო ძლიერი და ლამაზი გახდა მაშინ, როცა ინტიმური მხარე დარეგულირდა.
დროთა განმავლობაში დავძლიე ჩემი კომპლექსები და საღამურების გახდა დავიწყე, საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებაც შემეცვალა. შევიყვარე ჩემი სხეული და სულაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენი ნაკეცი მქონდა მუცელზე ან ზურგზე.
გავიდა სამი წელი და ჩვენ იმავე ტემპში ვაგრძელებდით ყოველ საღამოს ურთიერთობას. მესმის კარგად იმ მშობლების, რომლებსაც შვილები ჰყავთ და მთელი დღე მათი სკოლის, ბაღის, სახლის საქმეების, სამსახურის, საკვების მოგვარების საქმეებში არიან, რაც რეალურად ცოლ-ქმარს შორის ინტიმისთვის დროის წართმევას ახდენს. იმისათვის, რომ წყვილი ბედნიერი იყოს და ყველაფერზე ეყოთ დრო, აუცილებელია დიდი რაოდენობით სექსი, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე. შედეგად სიყვარული ერთმანეთისადმი და ზრუნვა იწვევს გრძნობების გაღვივებას და ურთიერთობის განმტკიცებას.
საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ კარგი მეუღლე, დედა და ქალი ვარ, ამ მიდგომამდე კი საკუთარი თავისადმი სიყვარულის შედეგად მივედი. მართალია, რეგულარული სექსი არ არის ოჯახის სიმტკიცის გარანტია, თუმცა საკუთარი თავისადმი რწმენას და პატივისცემას ნამდვილად გაგიმტკიცებთ. ჩემი რეალური პრობლემა კი იმაში მდგომარეობდა, რომ მამაკაცს კი არ ვუნდოდი, არამედ მე არ მინდოდა საკუთარი თავი და ამის გასაცნობიერებლად ერთი წლის განმავლობაში 365-დღიანი სექსი დამჭირდა."