აღიარეთ, რამდენჯერ გდომებიათ სიახლეების მოსინჯვა თქვენს პარტნიორთან ერთად საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის გარდა, სხვადასხვა ლოკაციაზე? "მარაოს" მკითხველები ყველაზე პიკანტურ გამოცდილებას გიზიარებენ, რომელიც უჩვეულო ადგილებს უკავშირდება.

მუზეუმში
- "სინამდვილეში ყველაფერი ისე საინტერესოდ არ იყო, როგორც ჟღერს. მე მუზეუმის სარესტორნო სივრცეში ვმუშაობდი. ჩემი პარტნიორიც თანამშრომელი იყო. მუზეუმში იშვიათი ექსპონატები მოიტანეს, ძალიან ბევრი ხალხი გვესტუმრა, ჩვენ კი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ დავრჩით მარტოკები იმისათვის, რომ დავმტკბარიყავით ახალი ექსპონატებით. ხელოვნებამ იმხელა ბიძგი მოგვცა, რომ გადავწყვიტეთ, სიყვარულით დავკავებულიყავით მუზეუმში არსებულ სკამებზე. მოგვიანებით გავიგეთ კამერების არსებობის შესახებ, თუმცა ხელმძღვანელობას ჩვენთვის არაფერი უთქვამს."

წყლის სიღრმეში
- "მე პროფესიონალი მცურავი ვარ. ასე რომ, სექსი არაერთხელ მქონია წყალში. რთულია შეეწინააღმდეგო წყლის ამომგდებ ძალას. მთავარია, ჰიდროკოსტიუმის გარეშე იყოს, მხოლოდ საცურაო კოსტიუმში. ოპტიმალური პოზა: მამაკაცი მჯდომარე პოზიციაში, ხოლო ქალი ზემოდან. ამ დროს გრავიტაცია თითქმის არ არის. ეს ვარიანტი, ვფიქრობ, ეგზოტიკის მოყვარულებისთვის იდეალურია."

ბიბლიოთეკაში
- "ათი წლის წინ, მაშინ, როცა მეგობარი მამაკაცი მყავდა, საღამოობით ბიბლიოთეკის მეთვალყურეობა უწევდა. მეგობრები ღამის საათებში ხშირად მივდიოდით და ვთამაშობით სხვადასხვა თამაშს ბიბლიოთეკის ცენტრში მოთავსებულ უზარმაზარ მაგიდასთან. მეგობრების წასვლის შემდეგ სიყვარულით ვკავდებოდით. ასე გაგრძელდა რამდენიმე საღამო. შემდგომ აღმოვაჩინეთ, რომ ბიბლიოთეკაში არსებული ერთ-ერთი ვიდეოკამერა პირდაპირ ჩვენი მაგიდისკენ იყო მომართული. ამიტომ ლოკაცია შევცვალეთ. ჩვენი დისლოკაციის ადგილი საბავშვო განყოფილებაში არსებული ნოხი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, კამერები არავის უნახავს, თუმცა მეზობლებმა ერთი თვის თავზე საყვედურით მიმართეს ადმინისტრაციას აუტანელი ხმაურის გამო. ჩვენს გართობის ადგილსაც ბოლო მოეღო."

არენა კაპუეში
- "ჩემს ახალგაზრდა პარტნიორთან ერთად იტალიაში გავემგზავრე დასასვენებლად. ერთ დღეს, კაპუეში ექსკურსიის დროს, სადაც ყველასათვის ცნობილი სპარტაკი გამოდიოდა არენაზე საბრძოლველად, გადავწყვიტეთ გართობა. სექსის პროცესს უფრო ინტიმურსა და ვნებიანს ის გარემო ხდიდა, რომელშიც რამდენიმე საუკუნის წინ გლადიატორები და ცხოველები იბრძოდნენ. ჩამობნელდა, ჩვენც გამოვედით შენობიდან და უცებ კოკისპირული წვიმა დაიწყო. ჩვენი ჩადენილი სიგიჟის გამო ჯერ კიდევ ვიცინოდით. სერიალ "სპარტაკში" არის ეპიზოდი: ფრაკიელის მოსვლის შემდეგ გვალვები დასრულდა და წვიმა წამოვიდა, რის გამოც მას უწოდეს "ის, ვისაც წვიმა მოაქვს". ჩვენ მთელი გზა ვხუმრობით, რომ ფრაკიელები ვიყავით".

კინოთეატრში
- "ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სექსი მქონდა სეანსზე "განქორწინება ამერიკულად". დარბაზში ძალიან ბევრი ხალხი იყო. მე კალთაში ჩავუჯექი ჩემს შეყვარებულს. კაბა მეცვა და მარტივად დავკავდით სექსით. მთელი ცხოვრება გვემახსოვრება ჩვენი ახალგაზრდობის სიგიჟე."

სასაფლაოზე
- "20 წლის ვიყავი, როცა თავბრუდამხვევი რომანი მქონდა. ვსეირნობით ქალაქში და უცებ აღმოვჩნდით სასაფლაოზე. ზაფხული იყო. სიყვარულით დავკავდით ვიღაცის სასაფლაოზე. უფრო მეტი ადრენალინი იყო, ვიდრე სიამოვნება, მაგრამ მაინც საინტერესო გამოცდილება მივიღეთ".

ცეკვის გაკვეთილებზე
- "ინდივიდუალურ ცეკვის გაკვეთილებს ვესწრებოდი. გვიანი იყო. მე ბოლო მოწაფე ვიყავი. იმისათვის, რომ უფრო კარგად შემეგრძნო კიზომბას ცეკვა, მან სინათლე ჩააქრო. ვცეკვავდით სიბნელეში და ვგრძნობდით ერთმანეთის სუნთქვას. შემდგომ ვიგრძენი მისი ხელი ჩემს სხეულზე, ზურგსა და თეძოებზე. იმ პერიოდში უკვე შეყვარებული ვიყავი ჩემი ცეკვის მასწავლებელზე. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა არ გავუწიე, ვინაიდან ძალიან აღმაგზნებდა. დღეს ცოლ-ქმარი ვართ და დღემდე ვცეკვავთ სიბნელეში."
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>