რეალური მიზეზები, თუ რატომ სურთ მამაკაცებს ანალური სექსი - Marao

რეალური მიზეზები, თუ რატომ სურთ მამაკაცებს ანალური სექსი

2021-03-24 21:06:47+04:00


ბევრ ქალს აინტერესებს, რატომ არიან მამაკაცები ფაქტობრივად შეპყრობილნი ანალური სექსით?

ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგადაც სიმართლე გაირკვა!

1. იმიტომ, რომ ის აბსოლუტურად განსხვავებულ შეგრძნებებს იწვევს, ვიდრე ვაგინალური

მამაკაცს აინტერესებს ის, რასაც არასდროს იყენებდა სექსისთვის. ანალური სექსი სრულიად ახალ შეგრძნებებს იწვევს.

2. იმიტომ, რომ ეს არის ახალი

იმ შემთხვევაში, თუ ანალური სექსი ყოველდღიურობის ნაწილი იქნებოდა, სულაც არ გამოიწვევდა ასეთ ვნებას. ზოგიერთი კერძის მსგავსად, ის აშკარად ფასობს, მაგრამ მისი იშვიათობა მხოლოდ ზრდის მამაკაცის ფანტაზიებში მისადმი ინტერესს.

3. იმიტომ, რომ აკრძალული ხილი ტკბილია

ანალური სექსი ერთგვარად ტაბუირებულია. ის არ მიეკუთვნება BDSM-ს ან სხვა სექსუალურ სუბკულტურებს, მაგრამ თავისებურად უნიკალურია, რაც საშუალებას მოგცემთ, ყველაზე „უმტკივნეულოდ“ გასცდეთ ჩვეულებრივს.

4. იმიტომ, რომ ყველა არ იყო ... იქ

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი კაცი გყავდათ მასზე ადრე. მას მოსწონს იმაზე ფიქრი, რომ თუ ქალის საშო „კლუბის საცეკვაო მოედანია“ - მაშინ მისი ანუსი VIP ზონაა. დიახ, მაშინაც კი, თუ ამას აზრი არ აქვს, მაგრამ მას სიამოვნებს იმის ცოდნა, რომ თქვენ იგი თქვენს საიდუმლო ოთახში შეუშვით.

5. რადგან ის სტატუსის სიმბოლოა

დიახ, ხშირად ადამიანები რაღაცას აკეთებენ უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ამას ელიტარულად თვლიან. სულ ეს არის. მაშინაც კი, თუ მას არ უყვარს ანალური სექსი, სურვილი აქვს, შეძლოს ტრაბახი მეგობრების წრეში, რომ ასეთი გამოცდილება ჰქონდა.

წყარო: Cosmopolitan