10 ძალიან არაკომფორტული რამ ქალების გარდერობიდან, რაც მამაკაცებს სექსუალურად მიაჩნიათ - Marao

10 ძალიან არაკომფორტული რამ ქალების გარდერობიდან, რაც მამაკაცებს სექსუალურად მიაჩნიათ

2021-05-11 00:45:01+04:00


ეს გარდერობის ის ნაწილია, რომელიც ქალებს აცვიათ რამდენიმე საათს, რადგან შემდეგ იწყება მათი წამება. სახლში მისვლისთანავე, კარებიდან იწყებენ მათ მოშორებას და დასვენებას.

კაბები ღრმა დეკოლტეთი

ახალგაზრდა ქალბატონებს პატარა მკერდით, უწევთ აზღუდებში ჩაიფინონ ათასგვარი რამ, რაც მკერდს უფრო დიდს წარმოაჩენს. სხვათა შორის, ეს საზიანოა, რომ აღარაფერი ვთქვათ უსიამოვნებაზე, რომელიც შემთხვევითი ამოვარდნისას წარმოიქმნება. სპაგეტი კისრის არეში არის იტალიური კომედიის ეპიზოდი, მაგრამ ცხოვრების მკაცრი სიმართლე. თანამედროვე ქალებს მიაჩნიათ, რომ დეკოლტე რაც უფრო ღრმაა, მით საინტერესოა მამაკაცებისთვის და ამ მეცადინეობისას იგი ძალიან დასწიეს. იუმორით რომ ვთქვათ, დეკოლტე " ჭიპკოლტედ" იქცა. ქალებმა უნდა დაიმახსოვრონ ერთი ფსიქოლოგიური ოქროს წესი - მთლიანი სიშიშვლე ნაკლებად სექსუალურია, ვიდრე მაგალითად, მსუბუქად შეხსნილი ღილი პერანგზე, ან მაქმანით და გამჭვირვალე შიფონით დაფარული "საინტერესო" ადგილი. დაუტოვეთ წარმოსახვისა და ფანტაზიის საშუალება მამაკაცებს!

საცვალი "სტრინგი"

სტინგის ზონარი... საშინელება. მარტივი ქორეოგრაფიული ხრიკი. მოცეკვავე დუნდულებს სწორად არ იკავებს? უნდა წარმოიდგინონ, რომ დუნდულებს შორის ფანქარი უჭირავს, რომელიც არ უნდა ჩამოვარდეს. " ჩამოვარდა"? იწყება ვარჯიში თავიდან. რა თქმა უნდა, თქვენ არ გჭირდებათ ჩხირების დაჭერა, რადგან მოცეკვავე არ ხართ, მაგრამ ამ ზონრის განცდა, ალბათ, ძალიან აუტანელია.

კორსეტი

როგორც ჩანს, სწორედ კორსეტების ტრიუმფალურმა დაბრუნებამ წარმოშვა ფემინიზმის მეორე ტალღა. გულწრფელად გითხრათ, ფემინიზმის ცუნამს უფრო დავარქმევდი. საინტერესოა, რომ თანამედროვე კორსეტებს ოდნავი მსგავსება აქვთ წამების ამ ინსტრუმენტებთან ორასი წლის წინ. ისინი ბევრად უფრო რბილებია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შოკში ვართ: როგორ უნდა ვისხდეთ? როგორ ვისუნთქოთ? არადა, ლამაზია, ვერაფერს იტყვი. განსაკუთრებით, მაქმანიანი კორსეტები. 5 წუთით ქალებსაც მოსწონთ, მერე კი აუტანელი ხდება.

მაღალყელიანი კაპრონის წინდები

იდუმალი რამ. ძალიან იდუმალი. მაგრამ რა იცის მამაკაცმა, ეს წინდაა თუ კოლჰოტი, ვიდრე ინტიმური სიახლოვის დრო არ დადგება? და როდის დადგება, ვინ იცის? მუდამ მზადყოფნაში უნდა იყოს საწყალი ქალი, განსაკუთრებით, ზამთარში, როცა საშინლად ცივა და ფეხის თითქმის შიშველი ნაწილები იყინება? ვინ მოიგონა წამების ეს იარაღი ქალისთვის?

მამაკაცს, რომელიც გულთმისანია და გრძნობს, რომ წინდებში ხარ, გული უთბება. ვისურვებდი, მას წარმოედგინა, რას გრძნობს ქალი, როდესაც წინდა ქვევით ეშვება და მისი აზიდვის საშუალება არ არსებობს. ეპიკური შეგრძნებები იქნება ნამდვილად!

კიდევ უფრო სექსუალურია წინდები უკან ხაზით. ეს ხაზები ადის და იკარგება მამაკაცის ფანტაზიებში, მაგრამ აი, აქ უკვე კიდევ ერთი დამატებითი სატანჯველია ფეხზე ხაზის მუდმივი სწორება, ხაზის ოდნავ გადახრამაც კი შეიძლება ფეხები ვიზუალურად საშინლად გახრილად და უფორმოდ წარმოაჩინოს. თან ქალს თვალები ზურგზე არ აქვს, "სამწუხაროდ", ანუ, როცა ასეთ წინდებს იცვამს, ერთი უკან მდევარი კონსულტანტიც თან უნდა მისდევდეს, რომ წარამარა აცნობოს ხაზის გამრუდების შესახებ, რომ ეს ძალიან სექსუალური დეტალი არასექსუალურ და გულისამრევ დეტალად არ იქცეს.

იხილეთ სრულად

<div> 
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>