„ორგაზმი შეგიძლია გაიგრძელო ნახევარი დღე“ - ტანტრული სექსის საიდუმლო მიხეილ ცაგარლისგან (ვიდეო) - Marao

„ორგაზმი შეგიძლია გაიგრძელო ნახევარი დღე“ - ტანტრული სექსის საიდუმლო მიხეილ ცაგარლისგან (ვიდეო)

2021-06-19 00:59:31+04:00


ასტროლოგის, მიხეილ ცაგარელის თქმით, ტანტრული სექსის ტექნიკას ფლობს, რომელიც ენდოეთში ყოფნისას შეისწავლა. მისი თქმით, სულიერი მასწავლებლის და ფილოსოფოსის ოშოს მოსწავლე იყო და მედიტაციური ტრანსის ხელოვნებას დაეუფლა, რომელიც ტანტრული სექსის ტექნიკასაც მოიცავს, - ამის შესახებ ასტროლოგმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ყვითელ ყუთი“ ისაუბრა.

ცაგარელის თქმით, ტანტრულ სექსი ითხოვს ტრანსულ მედიტაციაში ჩავარდნას და ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი მედიტაცია, რომელიც საქართველოში არ იციან, თუმცა ინდოეთში მას შინაგანი ენერგიის ტრანსფორმაციისთვის და სამკურნალოდაც კი იყენებენ.

როგორც ასტროლოგი ამბობს, ეს პროცესი წყვილს შორის მიმდინარეობს და პარტნიორს ირჩევ ენერგეტიკულად, გულისცემის მიხედვით.

„ქალის მარცხენა მკერდის არეში ხელს ადებ და გრძნობ პულსაციას, თუ პულსაცია ერთნაირი და თანაბარი გაქვთ, ის შენი პარტნიორია, რომლის მისია არის მხოლოდ მამაკაცის მოფერება, თუმცა მამაკაცს უკან უდგას ოსტატი გრძელი ჯოხით და არ აძლევს უფლებას, რომ აღგზნებას აჰყვეს. ცაგარელის თქმით, შეიძლება ეს ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს და პირველად , მანაც არ დაიჯერა.

„ქალმა აღგზნება უნდა გამოიწვიოს შენში და ამ დროს შენ უნდა აკონტროლო ტვინი, რომ აღგზნებას არ გაექცეს. ის აღგზნების ენერგია შენი ტვინის ენერგიით უნდა ამოიტანო ზედა ჩაკრაში, ზედა ენერგეტიკულ ცენტრში, რომელიც ხერხემალში გადის და ოსტატი ჯოხით იმისთვის დგას, რომ  შენი გონება ქალზე არ გადავიდეს, ამ დროს მომენტალურად ოდნავ ჯოხით წაგარტყამს და გეუბნება, რომ დაბრუნდე საწყის ეტაპზე“, - აღნიშნავს ცაგარელი.

მისივე თქმით, ზედა ჩაკრაში ასვლის შემდეგ სხვა დონეზე გადადიხარ და ეს ქალი საერთოდ აღარ გახსოვს. ეს დონე არის ფაქტობრივად ორგაზმი ქალის გარეშე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ნახევარი საათი, ერთი საათი ან ნახევარი დღე.

„ის ორგაზმი, რაც ვიცით ქალთან და გრძელდება რამდენიმე წამი, შეგიძლია გაიგრძელო ნახევარი დღე“, - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.