დღესასწაულებისა და დროსტარების შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან განმარტოება. გთავაზობთ რამდენიმე იდეას,რომლის მიხედვითაც ცივი ზამთრის ღამეებს თბილს, მეტიც, ცეცხლოვანს გახდით.
იდეა #1 წყვილთა განცხრომა
ზამთარი – შესანიშნავი დრო იმისათვის, რომ გაეხვიო პლედში და სითბოთი, სინაზითა და სიმყუდროვით დატკბე იმ დროს, როცა გარეთ ყინავს. მაგრამ თუ თბილ ლოგინში ორნი იქნებით საბნის ქვეშ, შესაძლოა, თქვენი ჩახუტება და ერთმანეთის სხეულების გათბობა ნელ-ნელა ზამთრის ცეცხლოვან სექსში გადაიზარდოს!
პრელუდია. საწოლზე გაშალეთ ლამაზი თეთრეული. "წყვილთა განცხრომისთვის" ფუმფულა პლედიც გამოდგება.
იდეა # 2ტანტრას ესტაფეტა
ტანტრა – რთული სექსუალური მეცნიერებაა. შეიძლება მას ხელოვნებაც კი ვუწოდოთ! ცუდი არ იქნება, თუ მის შესწავლას გრძელი ზამთრის ღამეების დროს დაიწყებთ; სრულიად შესწავლას თუ არა, ტანტრას რამდენიმე, ზამთარში აქტუალური ელემენტის ათვისებას.
პრელუდია. გამორთეთ შუქი, ტელევიზორი, რადიო – ყველაფერი ის, რაც თქვენს ყურადღებას გაფანტავს. მთელ ოთახში დააწყვეთ სანთლები იმისათვის, რომ შექმნათ ანტურაჟი. აღმოსავლურ კულტურაში ნიბისმიერი ღონისძიების წარმატებით ჩასატარებლად რეკომენდებულია ოთხი სტიქიის ენერგიის მიზიდვა: ჰაერის, ცეცხლის, წყლისა და მიწის. შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში მოცურავე სანთლები. ასევე, დადგით საძინებელში ქოთნის ყვავილები (მიწის ენერგია). სტიქიებმა რომც არ იმოქმედოს და არ გაგამდიდროთ ენერგიით, ეროტიკული ანტურაჟი მაინც გექნებათ. ცნობისთვის, ტანტრათი საათობით არიან დაკავებული.
იდეა #3. ცხელი გაცურვა, ანუ გაამოთ
აბაზანა – უკვე მობეზრებული საძინებლის შესანიშნავი ალტერნატივაა. მაშინ რატომ არ უნდა გათბეთ ცივი ზამთრის დღეებში ცხელი აბაზანით?
პრელუდია. აავსეთ აბაზანა ცხელი წყლით, ჩაასხით ქაფი, დაამატეთ არომატული ზეთის რამდენიმე წვეთი. კარგი შეხამებაა "დარიჩინი+ფორთოხალი" ან "ბერგამოტი+ლავანდა+მენთოლი"; განწყობის ასამაღლებლად გამოდგება ვარდისა და ჟასმინის ეთერზეთებიც. სხვათა შორის, სანთლები და მუსიკაც არ იქნება ზედმეტი.