მთელი 13 წელი დასჭირდათ ბრიტანული ჟურნალის, GQ-ს რედაქტორებს იმისათვის, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება ქეთი ჰოლმსის ათასწლეულის ყველაზე სექსუალური ქალების სიაში შესაყვანად. მათ ამის შესახებ ფიქრი 2000 წელს დაიწყეს, მაშინ, როცა პირველად ნახეს მსახიობის შიშველი სხეული ფილმ "ღვთის საჩუქარში".
ვინ იფიქრებდა, რომ მამაკაცებს ასეთი კარგი მეხსიერება ჰქონიათ! 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქეთი ჰოლმსი კადრში შიშველი გამოჩნდა, ისინი კი დღემდე ვერ ივიწყებენ იმ ამაღელვებელ წუთებს. შესაძლოა იმიტომაც, რომ ეს იყო პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი კადრი, სადაც მსახიობი შიშველი გამოჩნდა.
ქეთის მშვენიერი სხეულით შთაგონებულმა GQ-ს რედაქტორებმა მაშინ გადაწყვიტეს, რომ მსახიობი იმსახურებდა ყველაზე სექსუალური ქალების სიაში მოხვედრას. თუმცა იდეა განუხორციელებელი დარჩა. დღეს კი სამართლიანობამ იზეიმა.
სავარაუდოდ, ამ სიახლით თავად ქეთი ჰოლმსიც გახარებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მას მერე მსახიობი მხოლოდ მოკრძალებული ცოლისა და დედის როლს ასრულებდა. ტომ კრუზთან განშორების შემდეგაც არ შეუცვლია ქეთის იმიჯი: მსახიობი დღემდე არ იღებს მონაწილეობას თამამ სცენებში და მეტიც, გადაწყვიტა, თავი მთლიანად თეატრს მიუძღვნას.
რა იქნება შემდეგ, დრო გვიჩვენებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ქეთიმ კვლავ გააოცოს თავისი მოულოდნელობით მაყურებელი.
რაც შეეხება GQ-ს მიერ შედგენილ ათასწლეულის ყველაზე სექსუალურ ქალთა სიას, გარდა ქეთი ჰოლმსისა, მასში შესულები არიან: ბიონსე, მილა კუნისი, მარისა ტომეი და მეგან ფოქსი.