როგორც აღმოჩნდა, წითელი პომადა საოცრად მოქმედებს მამაკაცებზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენელი მზად არის, ჯიბეზე ხელი გაიკრას იმისათვის, რომ სიამოვნება მიანიჭოს ქალბატონს, რომელსაც ტუჩები ალისფრად აქვს შეღებილი.
ნიკოლას ჰეგენმა და სელინ ჯეიკობმა, სამხრეთ ბრეტანის უნივერსიტეტიდან, გადაწყვიტეს, შეემოწმებინათ მამაკაცების რეაქცია წითელ პომადაზე. ექსპერიმენტი ქალაქ ვანის სამ ფრანგულ რესტორანში ჩაატარეს.
მიმტან ქალბატონებს სთხოვეს, შეეღებათ ტუჩები – წითელი, ვარდისფერი, ყავისფერი პომადით ან საერთოდ უარი ეთქვათ ტუჩის მაკიაჟზე.
მიმტანები 447 ადამიანს მოემსახურნენ. მკვლევარებს დატოვებული "ჩაის" რაოდენობა აინტერესებდათ.
როგორც მოსალოდნელი იყო, რესტორანში მისულ ქალებზე მიმტანების გარეგნობას და მათი ტუჩების ფერს გავლენა არ მოუხდენია, რასაც ვერ ვიტყვით მამაკაცებზე. მაშ ასე, წითელპომადიანმა მიმტანებმა იმაზე მეტი "ჩაი" მიიღეს, ვიდრე დანარჩენებმა.
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ალისფერი ტუჩები მამაკაცებში სექსუალურ ასოციაციებს იწვევს და ამიტომაც ასეთ ქალს შეუძლია მამაკაცებში, სხვა სურვილთან ერთად, ფულის დახარჯვის სურვილიც აღძრას.