ექსტრემალური შეგრძნებების ამერიკულმა ინტერნეტ-ასოციაციამ უკვე მეხუთედ დაასახელა ყოველწლიური კონკურსის, "სექს-იდიოტის" გამარჯვებული. 35 წლის შვედი მაგნუს შტოლებერგი (ისევე, როგორც დანარჩენი ლაურეატები) სიკვდილის შემდეგ გახდა გამარჯვებული.
17 სექტემბერს მამაკაცის გვამი ერთ-ერთი ფერმის უკანა ეზოში აღმოაჩინეს. მისი გვამი ფუტკრის მრავლობითი ნაკბენით იყო დაფარული – ექიმმა სულ 146 ნაკბენი დათვალა, მათ შორის, 54 გენიტალიებზე. გარდაცვლილი მამაკაცი ისე იყო დასიებული ფუტკრის შხამისგან, რომ მეზობლებმა მისი ამოცნობა მხოლოდ სვირინგით შეძლეს.
გაკვეთის შემდეგ პათოლოგოანატომები მივიდნენ შოკისმომგვრელ დასკვნამდე: შვედი გარდაიცვალა სკასთან სექსის დროს. რამდენიმე მკვდარ ფუტკარზე სპერმის კვალი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, სკის ორივე მხარეს შემორჩენილი იყო მამაკაცის ხელისგულების ანაბეჭდები.
სპერმის კვალის მიხედვით, Beesexual-მა (ასე მონათლა აწგარდაცვლილი პრესამ, Bee – ინგლისურად ფუტკარს ნიშნავს) სიკვდილამდე მოასწრო ეაკულაცია.
"სექს-იდიოტი 2012"-ის რეიტინგში მეორე ადგილი ბრიტანელმა ქალმა დაიკავა, რომელსაც დენმა იმ დროს დაარტყა, როცა ის ელექტრომასაჟორით ცდილობდა ორგაზმის მიღწევას პირდაპირ ჯაკუზში.
მესამე ადგილი ერგოთ ფრანგ ალპინისტებს, რომლებიც პირდაპირ სექსის დროს საძილე ტომრით დაეშვნენ მთიდან.