იმის შესახებ, რომ ქალი ორგაზმს იმიტირებს, ბევრმა იცის, მაგრამ გსმენიათ, რომ მამაკაცებსაც შეუძლიათ ამ დროს თავი მოგაჩვენოთ? ამასთან, იმ მამაკაცების რაოდენობა, ვინც ორგაზმს იმიტირებს, იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით.
ამერიკელმა სექსოლოგებმა ჩაატარეს გამოკითხვა 280 სტუდენტს შორის და მივიდნენ შოკისმომგვრელ დასკვნამდე – მამაკაცების 28% სექსის დროს ორგაზმს იმიტირებს. ქალებში ასეთები 68%-ია.
ორივე სქესს ამის მიზეზი ერთი აქვს – არ აქვთ მოდუნებისა და ინტიმური კავშირისგან სრულფასოვნად ტკბობის საშუალება და როგორც წესი, ამაში პარტნიორია დამნაშავე.
ამასთან, მამაკაცების 10%-ს ეჭვი აქვს, რომ მათი პარტნიორი ქალები საწოლში იტყუებიან. ხოლო მამაკაცის იმიტაციას მშვენიერი სქესის მხოლოდ 3% ხვდება.