SEX...

ვნების გეოგრაფია - მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი ლამაზმანების სექს-საიდუმლოებები

ვნების გეოგრაფია - მსოფლიოს ყველაზე მომხიბვლელი ლამაზმანების სექს-საიდუმლოებები
იდუმალი გეიშები, ელეგანტური ფრანგები, ეგზოტიკური იაპონელები... როგორ ხიბლავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალები ძლიერი სქესის წარმომადგენლებს? საინტერესოა, არა?

არანაკლებ სასარგებლოა მათი ცოდნის გაზიარება ამ სფეროში. მათი გამოცდილება კი, ადვილი შესაძლებელია, პირადი ცხოვრების მოგვარებაში დაგეხმაროთ.

საფრანგეთი


ნომინაციაში "მსოფლიოს საუკეთესო საყვარლები", ინდუსების შემდეგ, ფრანგები საპატიო ადგილს იკავებენ. ინდუსების მსგავსად, ფრანგების სექსუალურობის საიდუმლო მათ ეროვნულ სამზარეულოში უნდა ვეძებოთ, რადგან იგი უმეტესწილად აფროდიზიაკებისგან შედგება.

ფრანგები საყვარელი მამაკაცის გულის მოგებას არა მხოლოდ გაბუტული ტუჩებით ახერხებენ, მათი მთავარი საიდუმლო ფრანგულ კოცნაში მდგომარეობს.
არსებობს ასევე ცნება "ფრანგული სექსი", რაც სინამდვილეში ორალურ სექსს გულისხმობს.

როგორ გავიმეოროთ ფრანგების გამოცდილება შინ? ჩართეთ ფრანგული მუსიკა და ერთი ბოკალი წითელი, მშრალი ღვინის მირთმევის შემდეგ პარტნიორთან ფრანგული კოცნა სცადეთ. მისი ტექნიკა მარტივია და კოცნისას პარტნიორთან ენით კონტაქტს ითვალისწინებს.

ტაილანდი


ტაილანდელი ქალბატონები მთელ მსოფლიოში ცნობილები არიან ეროტიკული მასაჟის საიდუმლოს ფლობის წყალობით. რა იმალება ამ მასაჟს მიღმა, ამის გაგება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ მამაკაცს აინტერესებს.

მასაჟის პირველი ნაწილი სხეულის აქტიურ დამუშავებას ეთმობა, რომელიც ყველა კუნთს ადუნებს; არომატული ზეთების სურნელი კი გამაბრუებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. მასაჟის მეორე ნაწილი კი იმაში მდგომარეობს, რომ მასაჟისტი ქალბატონი საკუთარი სხეულით აგრძელებს პარტნიორის სხეულის დამასაჟებას და ამისთვის აქტიურად იყენებს მკერდს.

როგორ გავიმეოროთ ტაილანდელების გამოცდილება შინ? პარტნიორს ეროტიკული მასაჟი თავად შეგიძლიათ გაუკეთოთ. მერე რა, თუ მასაჟის ტექნიკას სრულყოფილად არ ფლობთ. იყიდეთ სასიამოვნო სუნის მქონე ეთერზეთი, არომატული სანთლები, ჩართეთ ლამაზი მუსიკა და გამოიჩინეთ იმპროვიზაციის უნარი. ამის შემდეგ კი განუმეორებელი საღამო გარანტირებული გაქვთ.

არაბული ქვეყნები


ამ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს ბავშვობიდან აჩვევენ კაცის მორჩილებას. ამაში კი უკვე არის რაღაც ეროტიკული. ამ ყველაფერს კი მეტ იდუმალებას არაბი ქალების მუდმივად შენიღბული სახე და სხეული მატებს. მისი საბურველის ქვეშ კი არაბი ქალები ნამდვილად დიდ საგანძურს მალავენ, საკუთარი სხეულის სახით.

გაგიკვირდებათ და, ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას. მათი ყველაზე დიდი საიდუმლო კი მუცლით ცეკვაში მდგომარეობს.

როგორ გავიმეოროთ არაბი ქალების გამოცდილება შინ? ინტერნეტის ან კერძო კურსების დახმარებით ისწავლეთ მუცლით ცეკვა და გარდა იმისა, რომ მუდამ ფორმაში იქნებით, პარტნიორის მოხიბვლასაც ყოველთვის ძალიან მარტივად შეძლებთ.

ინდოეთი


ინდოელებს პარტნიორში ვნების ცეცხლის გაღვიძება რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგაც კი შეუძლიათ. მათ ამაში არამხოლოდ გარეგნობა და სარის ტარების განსაკუთრებული მანერა ეხმარებათ. ამაში მთავარი წვლილი ინდურ სამზარეულოს მოუძღვის, რომელშიც უხვად გამოიყენება დარიჩინი და წიწაკა ჩილი. ეს სანელებლები შეიცავს ნივთიერებას - კაპსაიცინს, რომელიც აძლიერებს გულისცემას და სისხლს ენდორფინების გამოყოფაში უწყობს ხელს.

როგორ გავიმეოროთ ინდოელი ქალების გამოცდილება შინ? შესთავაზეთ პარტნიორს, ერთად გადახედოთ "კამასუტრას". შესაძლოა, თქვენთვის სასურველი რამდენიმე პოზაც აღმოაჩინოთ. შემდეგ კი თავად სცადეთ ინდური კერძების მომზადება. იქირავეთ ინდური კოსტიუმი ან სარი და მოაწყვეთ ინდოეთი თქვენს საძინებელში.

იაპონია


ამომავალი მზის ქვეყნის ქალებმა იციან, როგორ მოხიბლონ მამაკაცი მხოლოდ ღიმილის საშუალებით. გეიშებმა კი ყველა საიდუმლო იციან, რომლებმაც შესაძლოა, მამაკაცი გააბედნიეროს. გეიშები ამას თავიანთი განათლებით, მოსმენის საოცარი კულტურითა და სხვა მრავალი თვისების წყალობით ახერხებენ.

როგორ გავიმეოროთ გეიშების გამოცდილება შინ? თავდაპირველად ყოველდღიურად მოგიწევთ კეგლით ვარჯიში, რათა კუნთები სასურველ ფორმაში მოიყვანოთ. შემდეგ კიდევ ერთხელ უყურეთ ფილმს "გეიშას დღიურები" და მოუწყვეთ პარტნიორს თავბრუდამხვევი ღამე.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 18 /
ნატო
მიმი გადაობს მაგრად დაიკიდეტ რა
16:05 / 25-07-2018
გამოხმაურება / 0 /
კოკო
აქ ყველა მაიაკი შემოდის თუ რა ხდება, რა სიტყვებია, ამაზრზენები ხართ ხალხნო!
13:57 / 04-04-2013
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93