იმ დროს, როცა საქართველოს პარლამენტში განიხილება საკითხი პრეზერვატივების (თუნდაც უცნაური ფორმის) აკრძალვასთან დაკავშირებით, დასავლელი ოლიგარქები მისი ფორმის დახვეწაში მილიონებს იხდიან.
კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი გამომგონებლებსა და მეცნიერებს პრეზერვატივების ფორმის დახვეწისკენ მოუწოდებს. ახალი თაობის კონტრაცეპტივის შექმნაში მილიარდერი ერთი მილიონ დოლარს იხდის.
პრეზერვატივი 400 წელია, რაც არსებობს, მაგრამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მას, პრაქტიკულად, ცვლილება არ განუცდია. ეს კი ძალიან ადარდებს ბილ გეითსს. ტექნოლოგიები ხომ ვითარდება და რატომ არ უნდა დაიხვეწოს ადამიანის მიერ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი?!
ბილ გეითსი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ადამიანებს სჭირდებათ ბევრად მარტივად მოსახმარებელი პრეზერვატივი. პროგრამისტმა მეცნიერებს უფლება მისცა, კონდომის ფორმისა და დიზაინის მხრივ ექსპერიმენტები ჩაატარონ და გამოიყენონ მის შესაქმნელად ახალი, უსაფრთხო ნივთიერებები, - აცხადებს Startup Smart-ი.
თავდაპირველად გეითსი მზად არის, 100 000 დოლარი გადაუხადოს იმას, ვინც ჩამოაყალიბებს ჰიპოთეზას, აღწერს ტესტირებას და შესთავაზებს გამოგონების ფასს. შემდეგ შესაძლებელი იქნება მეორე ეტაპზე, პრეზერვატივის დახვეწაზე გადასვლა. ადამიანი, რომელიც შეძლებს, შექმნას კონტრაცეპტივი, რომელიც ბილ გეითსის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, 1 მილიონ დოლარს მიიღებს.
თქვენ როგორ ფიქრობთ, პრეზერვატივის დახვეწაზე ზრუნვა უფრო მართებულია თუ მისი (თუნდაც უცნაური ფორმის) აკრძალვა?