იცით, რომ ზოგიერთი პროდუქტი უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ცხოვრებაზე? მაინც რომელი?
მეცნიერებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებიც ადამიანის სექსუალურ მოთხოვნილებებს აქვეითებს. პირველ ადგილზე ყველია, - წერს The Times of India. ყველი შეიცავს ანტიბიოტიკებს და ზრდის ჰორმონებს, რომლებიც ესტროგენის, პროგესტერონის და ტესტოსტერონის გამოყოფაზე მოქმედებს და ადამიანის ჰორმონალურ ფონს ცვლის.
ანტირეიტინგის მეორე ადგილზე გავიდა გაზიანი, ტკბილი სასმელები. კარიესი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე – ყველაფერი ეს შეიძლება გამოიწვიოს ამ სასმელებმა და შესაბამისად, სექსუალურ ცხოვრებაზე უარყოფითადაც იმოქმედოს.
მარილის მაღალი შემცველობის გამო კონსერვებს შეუძლია გამოიწვიოს იმპოტენცია. ჩიფსები და შემწვარი კარტოფილი ორგანიზმის ქსოვილებსა და უჯრედებს აზიანებს და ჰორმონების დისბალანსს იწვევს.
ლიბიდოზე უარყოფითად მოქმედებს ყავაც. ეს სასმელი ზიანს აყენებს თირკმელზედა ჯირკვალს.