იმის შესახებ, რომ ადამიანის თითების სიგრძე მის ხასიათზე მეტყველებს, მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს. და აი, კიდევ ერთი აღმოჩენა. თურმე, ქალებში წარმატების მოპოვების საიდუმლო მამაკაცის არათითში იმალება.
ბრიტანელმა მეცნიერებმა ფრანგ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაედგინათ მამაკაცის თითების სიგრძესა და მის ხასიათსა და მომხიბვლელობას შორის კავშირი.
დადგინდა, რომ მშვენიერ სქესში ყველაზე ხშირად ის მამაკაცები არიან პოპულარულნი, ვისაც არათითი საჩვენებელზე გრძელი აქვს.
ასეთი პროპორციის თითების მქონე ქალები კი აგრესიულები ყოფილან. ხოლო ვისი საჩვენებელი თითიც არათითზე გრძელია, სუსტი ბუნებით გამოირჩევა, - წერს The Daily Mail.
ხელებზე თითების წყობა ადამიანის ორგანიზმში ტესტოსტერონის დონეზე მოქმედებს. რაც უფრო მაღალია ეს ჰორმონი ორგანიზმში, მით მომხიბვლელია მამაკაცი და მით გრძელია მისი არათითი ხელზე. შესაბამისად, სწორედ ასეთი ტიპის მამაკაცია ქალებში ყველაზე წარმატებული.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცები გრძელი არათითით სხვებზე მდიდრებიც არიან. მათ შორის ბევრია მუსიკოსიც.