ავსტრალიელმა შერიფმა გორდონ სმიტმა, ქალაქ ბრედფორდიდან, გადაწყვიტა, თავისი ქალაქის მცხოვრებლები დამნაშავეებისგან დაეცვა, თანაც, ძალიან ორიგინალური მეთოდით - მან დაამზადებინა სპეციალური აბრები და უკვე დაიწყო ზოგიერთ სახლზე მათი გაკვრა.
ეს აბრები გამვლელებს შეატყობინებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახლში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც სექსუალური დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს.
შერიფის სიტყვებით, უკვე მზად არის 18 აბრა, რომლის თითო ეგზემპლარის დამზადებაშიც 10 დოლარი გადაიხადა.
ადგილობრივი მცხოვრები ჯონ გუდმენი, რომელიც სექს-დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი, გაოცებული და შეშფოთებულია შერიფის იდეით და იმით, რომ პირველს მას ერგო "პატივი", მიეღო გამაფრთხილებელი აბრა და უნდოდა თუ არა, ჩამოეკიდა საკუთარ ჭიშკარზე. რას იზამს, კანონს წინ ვერ აღუდგება – აბრა აუცილებლად უნდა გააკრას.
"არანაირი შეცოდების გრძნობა არ მაქვს დამნაშავეების მიმართ. ჩემი მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვები და უფროსები დავიცვა მათგან", - განმარტავს შერიფი.
მასალის წყარო: newsru.com