დღეიდან ვირტუალური სექსი რეალური გახდება. კონტრაცეპტივების მწარმოებელმა ცნობილმა ფირმა Durex-მა შექმნა საცვლები, რომლებიც სმარტფონით იმართება.
მაღალტექნოლოგიური საცვლები, რომლის სახელწოდებაც არის Fundawear, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, დაკავდეს ვირტუალური სექსით ისე, რომ სმარტფონის საშუალებით ერთმანეთს შეეხონ. ამისათვის საკმარისია, პარტნიორებმა ჩაიცვან Durex-ის საცვლები და ტელეფონზე დააყენონ სპეციალური პროგრამა.
შეხების მომენტალურ გადაცემას, მის ინტენსივობას და დედამიწის ნებისმიერ წერტილში მოძრაობის მიმართულებას რეალურ დროში Amazon-ის სერვერი უზრუნველყოფს.
"ეხუმრეთ, მოუღიტინეთ და ვნებიანად მოეალერსეთ ერთმანეთს მაშინაც კი, როცა კილომეტრები გაშორებთ" – ნათქვამია ახალი, უჩვეულო პროდუქტის ლოზუნგში.
სიახლე Durex-ისგან დახვეწის სტადიაშია და მწარმოებლები თამამ წყვილებს ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ.