22 აპრილს ამბერ ჰერდს 27 წელი შეუსრულდა. ჰოლივუდის ვარსკვლავმა უკვე მიიღო საბედისწერო ქერა ლამაზმანის წოდება, მან ხომ სამაგალითო მეოჯახე ჯონი დეპი დააშორა ცოლს. თუმცა ეს სამსახურებრივი რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, ამბერ ჰერდმა დეპი ფრანგ მოდელში, მარი დე ვილპენში გაცვალა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მხოლოდ ემბერ ჰერდი არ არის ჰოლივუდში, ვინც არ მალავს საკუთარ ორმაგ სექსუალურ ლტოლვას.
ეს ახლაა ანჯელინა ჯოლი – 6 შვილის სამაგალითო დედა და იდეალური ცოლი. ადრე კი ჰოლივუდის მსახიობი მეამბოხე ხასიათითა და აღვირახსნილი მორალით გამოირჩეოდა. ის ბისექსუალურ კავშირშიც იმყოფებოდა ფოტოგრაფ ჯენი შიმიცუსთან.
"მე ლესბოსელი არ ვარ. უბრალოდ, მიყვარს ადამიანები, იმის მიუხედავად, რა სქესის არიან ისინი", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ლინდსი ლოჰანმა. მსახიობი კარგა ხანს ხვდებოდა დიჯეი სამანტა რონსონს და 2008 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მოსალოდნელ ქორწილზეც ისაუბრა. მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ლოჰანი კვლავ იყო შემჩნეული ქალების საზოგადოებაში, თუმცა სერიოზულ რომანზე მას აღარ უსაუბრია.
"მე ბისექსუალი ვარ და ბევრ ქალთან მქონია რომანი, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცზე გავაკეთე" - განაცხადა მეგან ფოქსმა ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა ბევრი თვლის, რომ ვარსკვლავის ეს განცხადება კარგად გათვლილი პიარ-ნაბიჯი იყო. სინამდვილეში მეგან ფოქსი არასოდეს შეუნიშნავთ ქალის კომპანიაში.
ნელი ფურტადო არ მალავს, რომ სექსუალური ექსპერიმენტებისთვის ყოველთვის მზად არის. "ქალის ფორმები მამაკაცისაზე არანაკლებ მიზიდავს. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ქვეცნობიერად ბისექსუალია", - ამბობს კანადელი მომღერალი.
ფერჯიმაც აღიარა, რომ ქალთან სექსუალურ კავშირში ყოფილა, მაგრამ არასოდეს განუხილავს სუსტი სქესის წარმომადგენელი ცხოვრების მეგზურად. ამჟამად Black Eyed Peas-ის ექს-სოლისტი ჯოშ დუამელთან ბედნიერ ქორწინებაში იმყოფება.
"მე წინააღმდეგი არ ვარ ქალთან ურთიერთობის, თუმცა ჩემს ყველა მამაკაცს არ ესმოდა ეს. მათ აშინებდათ ჩემი ბისექსუალურობა", - გულახდილად თქვა ლედი გაგამ. როგორც ჩანს, ტეილორ კინი მომღერლის ამ უცნაურობასაც შეეგუა და წყვილი უკვე ქორწილისთვის ემზადება.
"ქალური მეგობრობა, შესაძლოა, რაღაც უფრო მეტშიც გადაიზარდოს. ქალებს ბევრად კარგად ესმით ერთმანეთის. ჩემს საწოლში ბევრი ქალი ყოფილა, მაგრამ ოჯახი მხოლოდ მამაკაცთან შემეძლო შემექმნა" - აღიარებს დრიუ ბერიმორი. და მართლაც, მსახიობი დაოჯახდა, ცოლად გაჰყვა უილ კოპელმანს.
ალბათ, მელანი ბრაუნს შემთხვევით არ აურჩევია ფსევდონიმი მელ ბი, მას ხომ ერთდროულად რამდენიმე ქალთან ჰქონდა რომანი. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია Spice Girls-ის ექს-ვოკალისტისთვის, ორჯერ გათხოვილიყო და სამი შვილი გაეჩინა.
იხილეთ ფოტოგალერეა