1500 ადამიანის გამოკითხვის შედეგად, ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად საუკეთესო ასაკი - 20 წლიდან მაღლაა.
ისინი, რომლებმაც დიდხანს შეინარჩუნეს ქალწულობა, უფრო ბედნიერები იყვნენ შემდგომ ცხოვრებაში, ვიდრე ისინი, რომლებმაც 14-15 წლიდან დაიწყეს სექსუალური ცხოვრება.
მეცნიერების დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მყარი ოჯახი და წარმატებული სექსუალური ცხოვრება აქვთ მათ, ვინც გვიან დაიწყო სქესობრივი ცხოვრება. ადრეული სექსი კი - ფაქტობრივად, გარანტიაა იმისა, რომ ადამიანი პირად ცხოვრებაში ბედნიერი ვერ იქნება და მყარ ოჯახს ვერ შექმნის.
ფსიქოლოგების აზრით, ამას მარტივი ახსნა აქვს: ისინი, რომლებმაც არ იჩქარეს სქესობრივი ცხოვრების დაწყება, მეტად დაკვირვებულები არიან და არ ჰყვებიან ვნებასა და ემოციებს; მათ ზუსტად იციან, რა სურთ. ასეთი ადამიანები ცხოვრების მეგზურის არჩევას დიდი სერიოზულობით ეკიდებიან, შედეგად კი იღებენ მყარ და ბედნიერ ოჯახს.