ჰენრი ფორდის ერთ-ერთი საკადრო წესი იყო, არასოდეს აეყვანა სამსახურში ოჯახური წყვილები. სიყვარული და სამსახური უნდა გაარჩიო ისე, როგორც ბუზი და კატლეტი, რათა ოჯახურმა გარჩევებმა ხელი არ შეუშალოს წარმოების პროცესს.
ეს ადრე იყო. მას შემდეგ დედამიწას უთვალავმა სოციალურმა რევოლუციურმა (მათ შორის, სექსუალურმა) ტალღამ გადაუარა.
კვლევითმა ცენტრმა headHunter-მა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა მასშტაბური კვლევა იმის გასარკვევად, როგორ მოქმედებს სიყვარული სამსახურზე. კითხვებზე, რაზე არიან წამსვლელები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ძლიერი გრძნობის გამო, სხვადასხვა კომპანიაში მომუშავე 1750-მა რესპონდენტმა უპასუხა.
ვნახოთ შედეგები:
ოცნებებში: "სიყვარულისთვის სიგიჟეებს ჩაიდენდა" მამაკაცების 82, ხოლო ქალების 79%.
რეალურ ცხოვრებაში: "სიყვარულისთვის სიგიჟეები ჩაუდენია" მამაკაცების 18, ხოლო ქალების 13%-ს.
მამაკაცების 29% "მზად არის, სექსით დაკავდეს ოფისის ნებისმიერ კუთხეში", ხოლო იგივეს სამსახურში გაბედავს ქალების მხოლოდ 15%.
მამაკაცების 30, ხოლო ქალების 29% მზად არის, გაიხანგრძლივოს სამუშო დღე იმისათვის, რომ იყოს საყვარელ ადამიანთან ერთად.
მამაკაცების 9 და ქალების 4% მზად არის, "დაფაროს საყვარელი ადამიანის სამსახურებრივი დანაშაული".
"ვიმუშაო მეტი და უკეთესად იმისათვის, რომ საყვარელმა ადამიანმა იამაყოს ჩემით" – ასე ფიქრობს მამაკაცების 36 და ქალების 36%.
"ისწავლოს და დახელოვნდეს სხვა საქმეში იმისათვის, რომ დაეხმაროს საყვარელ ადამიანს", მზად არის მამაკაცების 18 და ქალების 24%.
მამაკაცების 5 %-ს შეუძლია ეჩხუბოს კოლეგას, თუ დაინახა, რომ ის მის საყვარელ ქალს ეფლირტავება. იგივე შეუძლია გააკეთოს ქალების მხოლოდ 1%-ს.
მამაკაცების 6%-ს და ქალების 2%-ს შეუძლია საყვარელი ადამიანის მაგივრად შეასრულოს მთელი სამუშაო.
მამაკაცების 7%-ს და ქალების მხოლოდ 3%-ს შეუძლია, მთელი ხელფასი დახარჯოს საყვარელი ადამიანის საჩუქრებში.
დაბოლოს, მამაკაცების 9 და ქალების 5% მზად არის, ყველას გააგებინოს თავისი სიყვარულის შესახებ.
ახლა კი, როგორ გამოიყურება ყველაზე "მოსიყვარულე" თანამშრომლების სია. სამსახურებრივ რომანს ყველაზე ხშირად აბამენ:
ხელოვნების მუშაკები და მასმედია - 9%
ბანკირები, ბუღალტრები და ფინანსისტები - 10%
მარკეტინგისა და რეკლამის სპეციალისტები - 25%
რესტორნული ბიზნესის წარმომადგენლები - 27%
ტურისტული და სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლები - 27%