ამერიკულ-ირლანდიური კომპანია Emotional Brain ისტორიაში პირველ, ქალის სექსუალური ლტოლვის ასამაღლებელ პრეპარატს გამოუშვებს. წამალს სახელად Lybridos ერქმევა და სავარაუდოდ, გაყიდვაში 2016 წელს გამოვა.
პრეპარატის შემადგენლობაში შედის მამაკაცური ჰორმონი ტესტოსტერონი, ასევე, სისხლის მიმოქცევის მასტიმულირებელი საშუალება, რომელიც გამოიყენება მამაკაცის ვიაგრაში.
Lybridos-ის მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ წამალი ამაღლებს სექსუალურ მოტივაციას და ფიზიოლოგიურ ლტოლვას აძლიერებს. გარდა სუფთა ფიზიოლოგიური ლტოლვისა, Lybridos მოქმედებს ქალის ფსიქოლოგიაზე, რადგან მოქმედებს ტვინის იმ ზონებზე, რომლებიც სექსუალურ სურვილს უკავშირდება.
შედეგად, პრეპარატის მიღების შემდეგ ტვინი აქტიურად გამოყოფს სეროტონინსა და დოფამინს, სიამოვნების ჰორმონს. Lybridos-ის შემქმნელების თქმით, წამალს მენთოლის სასიამოვნო გემო ექნება და მისი მიღება რეკომენდებულია სასურველ ინტიმურ კავშირამდე ერთი საათით ადრე.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცის ვაიგრას გამოსვლის შემდეგ მეცნიერები უიმედოდ ცდილობდნენ, შეექმნათ ქალისთვის განკუთვნილი წამლის ვერსია. დღემდე ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. საინტერესოა, შედეგიანი იქნება თუ არა ახალი პრეპარატი.