რა თქმა უნდა, ძნელია ორთოდოქსულ მუსულმანურ ირანს გეებისთვის სასიამოვნო თავშესაფარი ვუწოდოთ, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აქ არსებობს... ერთსქესიანი ქორწინებები!
ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ირანმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა... სქესის შეცვლის ოპერაციების მხრივ და ტაილანდის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა! მაგრამ საქმე სექს-ინდუსტრიაში არ არის, არამედ იმაში, რომ მაშინდელმა პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა საქვეყნოდ განაცხადა: "ჩვენთან გეები არ არსებობენ!" და... მათთვის, ვისაც არ შეუძლია უარი თქვას აკრძალული ვნებისგან, სქესის შესაცვლელად ფულადი დახმარება გამოჰყო. სხვათა შორის, ამ ქვეყანაში ჰომოსექსუალურობა სიკვდილით ისჯება.
ამასთან, ფულადი დახმარება, ირანული სტანდარტებით, ცოტა სულაც არ არის – 1200-დან 5000 დოლარამდე. რა თქმა უნდა, ბევრი ერთსქესიანი რომეო და ჯულიეტა მაშინვე გაიქცა სქესის შესაცვლელად და ოფიციალურადაც დაქორწინდა.
თეირანელმა ქირურგმა ბაჰრამ მირ-ჯალალიმ 15 წლის განმავლობაში 450 ირანელი მოქალაქე გადააკეთა კაციდან ქალად და პირიქით:
- ოპერაციაზე თანხმობის მოპოვება ძალიან რთულია, - ამბობს ექიმი. – დაახლოებით 20% შემთხვევაში უარს ვიღებთ. კომისია ორი ფსიქიატრისა და სექსოპათოლოგისგან შედგება. გამოკვლევის მიზანია – დადგინდეს, რომ ადამიანი მართლაც საჭიროებს ამ ოპერაციას. ყოველთვის როდი ვმუშაობდი ასეთ კომფორტულ პირობებში, როგორიც დღეს მაქვს.
დავიწყე ნახევრად ლეგალურად, სარდაფში ვაკეთებდი ოპერაციებს, პაციენტების ნათესავები მემუქრებოდნენ. მშობლები ოჯახიდან იკვეთდნენ ჰომოსექსუალ შვილებს და რას მიზამდნენ მე, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი პაციენტის მამა კაბინეტში დანით მომივარდა და ჩემთვის ყელის გამოჭრას ცდილობდა. რომ არა დაცვა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი.
ექიმ ჯალალის პაციენტები სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან. გაჭირვებულები დოტაციის მოლოდინში არიან, ხოლო მდიდრები თავად ანაზღაურებენ ოპერაციის ხარჯებს. მათ შორის ისლამური სასულიერო პირებიც არიან, რომელთა სახელებიც მკაცრად გასაიდუმლოებულია. ოპერაციის შემდეგ უმეტესობა თხოვდება (ან ცოლი მოჰყავს). სწორედ ამისთვის იღვწიან ისინი:
"როცა ჩემი სკალპელის შემდეგ ყველაფერი სოციალურად ლაგდება, ახალგამომცხვარი მამაკაცი ან ქალი ქორწილს ტრადიციების დაცვით იხდის – მოლასა და ნათესაობის კურთხევით. ჩვენს კულტურაში ხომ ნამდვილი ქორწილი უამრავი სტუმრით, ნათესაობით, ცეკვით, რიტუალით ტარდება – ეს ყოველი ოჯახისთვის მნოშვნელოვანი ცერემონიალია. და უდიდესი ტრაგედია და სირცხვილია, თუ ოჯახი ქორწილს ვერ გადაიხდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ალაჰი ამ ოჯახს არ სწყალობს. ამიტომაც აქ ყველა დაცვის წესით იხდიან ქორწილს, სადაც ყველა სტუმარმა იცის, რომ ნეფე ან პატარძალი სქესშეცვლილია".
ექიმი ყვება, რომ რამდენიმე წლის წინ მისი პაციენტი ირანის რევოლუციური გვარდიის მეთაური იყო, რომელიც 5 წელი მონაწილეობდა ერაყის ომში, ჰყავდა ცოლი და რამდენიმე შვილი. ომის შემდგომ კი მის ოპერაციაში ფული ისლამის ერთ-ერთმა მაღალმა სასულიერო პირმა გადაიხადა. გახდა რა ქალი, მამაკაცი გაშორდა ცოლს, თავი დაანება სამხედრო სამსახურს... და ცოლად სწორედ იმ სასულიერო პირს გაჰყვა, რომელმაც ოპერაცია დაუფინანსა! ქირურგი იხსენებს, რომ იმ ქორწილში მთელი თეირანი "გრიალებდა" – სასულიერო პირებით დაწყებული, სამხედრო მოსამსახურეებით დამთავრებული.
"ახლახან შევხვდი მათ, ძალიან ბედნიერები არიან!" – ამაყობს ექიმი, რომელმაც თავის პაციენტებს ბედნიერება მიანიჭა.
მასალის წყარო: mk.ru