არასოდეს გიფიქრიათ იმის შესახებ, რომ ზედმეტი წონა სექსში ხელს გიშლით? ან იმის შესახებ თუ გსმენიათ, რომ სექსი რეალურად დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე და რომ მას შეუძლია შეცვალოს თქვენი წონა და შესაბამისად, თქვენი ცხოვრებაც?
მეცნიერებმა და სექსოპათოლოგებმა გერმანიაში ქუჩაში გამვლელ ადამიანებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს, რის შედეგადაც დამტკიცდა, რომ მოხდენილი ადამიანები სექსით იმათზე ხშირად არიან დაკავებულები, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს.
ზედმეტი წონა არ მოქმედებს ადამიანის სექსუალურობის შეფასებისას. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებული. თვითშეფასება კი ბავშვში ადრეული ასაკიდან ყალიბდება და რამდენად მაღალია ის, ამას განსაზღვრავს მშობლებისა და გარშემომყოფების დამოკიდებულება ბავშვისადმი. თუ ბავშვი პატარაობიდან გრძნობს თავს დაცულად, თუნდაც მსუქანი იყოს, ის მაინც თავდაჯერებული გაიზრდება.
ბევრს არ სჯერა, რომ მეუღლე მის ზედმეტ წონას ამჩნევს. ეს სიმართლეა, რადგან ხშირად ადამიანები მიჩვეულები არიან, რომ მათი ყველაფერი მოსწონთ.
ზედმეტი წონა არ მოქმედებს უხერხულობის გრძნობაზე. უხერხულობას განიცდიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც თავდაჯერებულები არ არიან, ვისაც არ მოსწონს და მხოლოდ უარყოფითს ხედავს საკუთარ თავში.
გახდომის შემდეგ ინტიმური ცხოვრებაც აქტიური ხდება. ამ ფაქტს ორი ახსნა აქვს: ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური. თუ ქალმა შეძლო და რამდენიმე დღეში რამდენიმე კილოგრამი დაიკლო, ის ბევრად თავდაჯერებული გახდება და აღარ შერცხვება საკუთარი სხეულის – ეს ფსიქოლოგიური ახსნაა. ფიზიოლოგიურად კი - ამ დროს ორგანიზმში ტესტოსტერონის დონე მაღლა იწევს.
სექსი – წონის დაკლების მოტივაციაა. სექსზე არანაირად არ მოქმედებს ზედმეტი წონა, მაგრამ პოტენციასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე - ძალიან. სამეცნიერო კვლევებმა, რომლებიც იტალიაში ჩატარდა, დაამტკიცა, რომ ზედმეტი წონის დროს მკვეთრად კლებულობს ალერსის შეგრძნება, რადგან ამას ხელს უშლის კანქვეშა ცხიმოვანი შრეები.
წონის კონტროლი შესაძლებელია აქტიური სექსით. ამ დროს იხარჯება ენერგია და იწვება კალორიები.