როგორ გამოიყურება ტიპური საყვარელი? სტირლინგის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა შეადგინეს იმ ქალის პორტრეტი, რომელთანაც საშუალოსტატისტიკურად ღალატობს მამაკაცი პარტნიორს.
როგორც აღმოჩნდა, ტიპური საყვარელი გამოირჩევა ახალგაზრდობით და სახის ქალური ფორმებით: ვიწრო ყბითა და გამოკვეთილი მრგვალი ლოყებით. ექსპერტების თქმით, ასეთი გარეგნობის ქალის მკაფიო მაგალითია – მსახიობი ნატალი პორტმანი.
ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ქალის მსგავსი ტიპი მამაკაცებს იზიდავს მხოლოდ მოკლე ურთიერთობისთვის ან შემთხვევითი კავშირისთვის, - წერს Daily Mail.
ასეთი დასკვნები გამოიტანეს ექსპერიმენტის მსვლელობისას, სადაც 393 ჰეტეროსექსუალი მამაკაცი მონაწილეობდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს აჩვენეს ევროპელი ქალებისა და იაპონელების ფოტოების 2 ვერსია – ერთზე სუსტი სქესის წარმომადგენლები ქალურად გამოიყურებოდნენ, მეორეზე – უფრო მამაკაცურად.
როცა მამაკაცებს შესთავაზეს, აერჩიათ პარტნიორი ერთი ღამისთვის, მათ ქალურად გამოწყობილი ქალები არჩიეს.