ინდური მადრასის უმაღლესმა სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტიც კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა. ნებისმიერი წყვილი, რომელიც სექსით ერთხელ მაინც დაკავდება, ავტომატურად ცოლ-ქმრად გამოცხადდება.
მადრასის სასამართლო განიხილავდა ქალის სარჩელს, რომელიც თავისი ორი შვილის მამას ალიმენტების გადახდას სთხოვდა. მამაკაცი, თავის მხრივ, ამტკიცებდა, რომ არ იყო ვალდებული, გადაეხადა ალიმენტი, რადგან მოსარჩელე ვერ დაამტკიცებდა იმ ფაქტს, რომ ისინი ქორწინებაში იმყოფებოდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილება გამაოგნებელი აღმოჩნდა.
ამიერიდან ნებისმიერი წყვილი (18 წლიდან ქალები, ხოლო მამაკაცები 21 წლიდან), რომელსაც სექსი ერთხელ მაინც ექნება, ავტომატურად ცოლ-ქმრად ჩაითვლება. და თუ ეს წყვილი გადაწყვეტს დაშორებას, მათ მოუწევთ სრულფასოვანი განქორწინების გაკეთება.
ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ნებისმიერი პარტნიორის მოთხოვნის შემთხვევაში – მამაკაცის ან ქალის – თუ ის ინტიმური სიახლოვის რეალურ მტკიცებულებას წარმოადგენს. ამასთან, მეორე პარტნიორის თანხმობა ქორწინების რეგისტრაციისთვის საჭირო არ იქნება.
მოსამართლემ განაცხადა, რომ ოფიციალური ქორწინება საზეიმო ცერემონიალითა და ბანკეტით – ფორმალობაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებისთვის არის საჭირო. კანონის წინაშე კი ინტიმური სიახლოვე საკმარისია იმისათვის, რომ ახალგაზრდები მაშინვე გახდნენ ცოლ-ქმარი.
თუმცაღა, უცნობია, როგორ უნდა მოიქცნენ ცოლიანი მამაკაცები ან გათხოვილი ქალები იმ შემთხვევაში, თუ მათ გვერდზე რომანი გააბეს. ხოლო ზემოხსენებული სარჩელის შემთხვევაში, სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ მამაკაცი ვალდებულია გადაუხადოს გარკვეული თანხა ქალს ყოველთვიურად და დამატებით თითოეულ შვილს.