ის, განიცდის თუ არა ქალი ორგაზმს, მამაკაცზე რომ ბევრით არის დამოკიდებული, უკვე ცნობილია. თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული.
შტატ პენსილვანიის უნივერსიტეტის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქალები მაქსიმალურ სიამოვნებას აღწევენ მომხიბვლელ მამაკაცთან სექსის დროს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს ქალის ორგაზმის ევოლუციური მხარე.
ამ მონაცემებს კიდევ უფრო ამყარებს გამოკითხვის შედეგები. ასე მაგალითად, ოჯახებში, სადაც მამაკაცი მიმზიდველი და მამაკაცურია, ქალი ხშირად აღწევს ორგაზმს. გარდა ამისა, ის ხშირად პარტნიორთან ერთადროულად აღწევს სიამოვნების პიკს, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს დაფეხმძიმების შანსს. ასეთი წყვილების კავშირი კი მყარი და გრძელვადიანია.
დღემდე მიიჩნეოდა, რომ ქალის ორგაზმზე არანაირად იყო დამოკიდებული დაფეხმძიმება, მაგრამ ამერიკელმა მეცნიერებმა შეძლეს ამ ჰიპოთეზის გაბათილება. მათ კიდევ ერთ საიდუმლოს ახადეს ფარდა – ქალბატონები მომხიბვლელ მამაკაცთან სექსის დროს ბევრად ხშირად განიცდიან ორგაზმს ჩასახვისთვის ხელსაყრელ პერიოდში. ამასთან, მომხიბვლელი მამაკაცისგან თეორიულად ყველაზე მეტი შანსია, დაიბადოს ჯანმრთელი შთამომავლობა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგაზმი – ეს ევოლუციური ინსტრუმენტია მეტად ხელსაყრელი გენების შესარჩევად.