საერთაშორისო ინტერნეტ-გამოკითხვამ აჩვენა, რომ მსოფლიოს ქალების უმეტესობა გერმანელებს არცთუ ისე კარგ საყვარლებად მიიჩნევს.
როგორც აღმოჩნდა, გერმანელებმა "მსოფლიოში ყველაზე ცუდი საყვარლების" ტიტული თავიანთი გადამეტებული მოწესრიგებულობის გამო დაიმსახურეს, - წერს GlobalScience. ხოლო მსოფლიოში საუკეთესო საყვარლებად ესპანელი მამაკაცები დასახელდნენ.
გამოკითხვის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ყველაზე სექსუალური და ვნებიანი ქალები ახალ ზელანდიაში ცხოვრობენ. ამ სახელმწიფოს მკვიდრი სუსტი სქესის წარმომადგენლები თავიანთი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ 20 მამაკაცთან ასწრებენ დაწოლას.
მამაკაცებს შორის ანალოგიური რეკორდი ავსტრალიაში დაფიქსირდა. იქ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მთელი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ 29 საყვარელი ჰყოლიათ. სხვათა შორის, ავსტრალია კიდევ ერთ რეიტინგში დაწინაურდა – იქ თურმე, ყველაზე დიდმკერდიანი ქალები ცხოვრობენ. საშუალოდ, ავსტრალიელი ქალების 40%-ს 4-5 ზომა მკერდი აქვს.