ანთროპოლოგი კეტრინ ფრანკი ამტკიცებს, რომ სტრიპტიზ-კლუბები ოჯახს დანგრევისგან იხსნის. ასეთ დასკვნამდე მივიდა მეცნიერი 6 წლის განმავლობაში სტრიპტიზიორად მუშაობის შემდეგ.
6 წლის წინ ანთროპოლოგ კეტი ფრანკს გაუჩნდა იდეა, დაეწერა წიგნი ბიკინიში მოცეკვავეებსა და მამრობითი სქესის კლიენტებს შორის კავშირზე. იმისათვის, რომ მისი ნაშრომი მეტად ნაყოფიერი გამოსულიყო, ქალმა სტრიპტიზ-კლუბში დაიწყო მუშაობა და დაიწყო თავისი მომავალი წიგნისთვის მასალის შეგროვება.
6 წლის განმავლობაში ქალი არა მხოლოდ ცეკვავდა, არამედ მუდმივ კლიენტებს ესაუბრებოდა, რის შედეგადაც შეიქმნა წიგნი "სტრინგი და სიმპათია".
წიგნში ანთროპოლოგი მამაკაცების სტრიპტიზ-კლუბებში სიარულის მიზეზებს ხსნის. ასევე აღწერს იმ შეგრძნებებს, რომელიც მას 6-წლის განმავლობაში მოცეკვავედ ყოფნის დროს დაეუფლა.
თუმცა წიგნის კვანძი მაინც ერთ-ერთი თავი გახდა, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ სტრიპტიზ-კლუბები მყარი ქორწინების გარანტია.
"ცოლიანი კლიენტების გამოკითხვის შედეგად გავარკვიე, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ასეთი დაწესებულებები ოჯახს ანგრევს, არ შეეფერება ჭეშმარიტებას. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის: სტრიპტიზ-კლუბები ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობას უფრო მყარს ხდის, - მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს კეტრინი.
- მამაკაცები, რომლებიც ჩემს კითხვებზე გულახდილად პასუხობდნენ, შეყვარებულები იყვნენ საკუთარ ცოლებზე, მაგრამ მათთვის აუცილებელი იყო საკუთარი ფანტაზიებისთვის გასაქანი მიეცათ. კლუბში მომხდარი მათთვის საკმაოდ რეალური და მომნუსხველი იყო, მაგრამ ამასთან ზღვას არ სცილდებოდა. ბიჭებთან საუბრისას მე ასევე გავიგე, რომ ისინი არასოდეს სთოხვენ სექსის შესახებ რჩევას საკუთარ ცოლებს, რომ მათ წინაშე თავმოყვარეობა არ შეელახოთ."
თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, თავად მისცემდა თუ არა ქმარს უფლებას, სტრიპტიზ-კლუბში წასულიყო, მწერალმა უარყოფითად უპასუხა.
"გულახდილად რომ გითხრათ, არ ვისურვებდი ამას, - აღიარა ფრანკმა. – მაგრამ მხოლოდ ერთი მიზეზით: ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ფული მსგავსი გასართობისთვის".
ანთროპოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ სტრიპტიზიორად მუშაობამ მისი თვითშეფასება აამაღლა.
"კლუბში მუშაობისას რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე: ერთ-ერთი იმაში მდგომარეობდა, რომ მამაკაცებს აბსოლუტურად
სხვადასხვა გემოვნება აქვთ და მათ მოსწონთ სხვადასხვანაირი აღნაგობის ქალები, მაგრამ სრულებითაც არა - მოდელის გარეგნობის, როგორც ქალების უმეტესობას ჰგონია. ჩემი კლიენტების საშუალებით ასევე დავრწმუნდი, რომ სექსუალური სხეული მაქვს", - მოჰყავს ექს-სტრიპტიზიორი ქალის ციტირება ბრიტანულ ტაბლოიდს Daily Mail-ს.