სპეციალისტებმა გერმანიიდან სექსის რაოდენობასა და ხელფასს შორის კავშირი აღმოაჩინეს.
The New York Daily News წერს, რომ შრომის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომლებმა გერმანიიდან 7 500 სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებსაც კვირაში 4-ჯერ მაინც აქვთ სექსი, 5%-ით მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე დანარჩენები.
გარდა ამისა, ადამიანები, დატვირთული ინტიმური ცხოვრებით, მეტად სტაბილურები არიან ემოციური თვალსაზრისით, გახსნილები არიან ურთიერთობებში და იშვიათად წუწუნებენ ჯანმრთელობაზე.
"ადამიანებს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი ფიზიკურად და არამარტო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტოობა, სოციალური პრობლემები და დეპრესია ემუქრებათ, რაც ნამდვილად ცუდად აისახება მათი მუშაობის ხარისხზე", - აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი ნიკ დრიდაკისი.
თუმცა, შესაძლოა, აქ უკუკავშირიც არსებობს – საკმარისი ფული ადამიანს სასურველს ხდის საწინააღმდეგო სქესისთვის.