ინგლისში, ნიუკასლის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ქალებისთვის რევოლუციური კონტრაცეპტივი შექმნა. ახალი საშუალება გამორჩეულია სხვა თანამედროვე საშუალებებისგან.
ამ კონტრაცეპტივის უნიკალურობა იმაშია, რომ ის აქტიური ხდება მხოლოდ სპერმასთან კონტაქტისას და კი არ კლავს სპერმატოზოიდებს, არამედ უმოქმედოს ხდის მათ, - წერს Meddaily.
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ახალი კონტრაცეპტივი აბსოლუტურად უსაფრთხოა; მეტიც, ის იცავს ქალის ორგანიზმს ვენერიული დაავადებებისა და სხვა ინფექციებისგან.
ახალი კონტრაცეპტივი ვაგინალური აბის ან ღრუბლის მსგავსი ნივთიერების სახით გამოვა და მისი გამოყენება სქესობრივ აქტამდე რამდენიმე დღით ადრე იქნება რეკომენდებული.