ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველ მეხუთე ბრიტანელ ქალს არასოდეს ჰქონია სექსი, ხოლო გამოკითხულთაგან ნახევარზე მეტმა აღიარა, რომ საუკეთესო შემთხვევაში თვეში ორჯერ აქვს სექსი.
ჟურნალმა Top Sante-მა ბრიტანელი ქალბატონების გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. გამოცემის უცნაური და მოულოდნელი დასკვნებით, გამოკითხულთა 20%-ს არასოდეს ჰქონია სექსი.
10%-ს წელიწადში მაქსიმუმ 3-ჯერ აქვს ინტიმური კავშირი, ხოლო 60%-ს - მხოლოდ თვეში 2-ჯერ.
ნუ იფიქრებთ, რომ გამოკითხვაში მხოლოდ მარტოხელა ქალბატონები მონაწილეობდნენ. მუდმივი პარტნიორის ყოლის შემთხვევაშიც არ არის სიტუაცია უკეთესად. გათხოვილ ქალებს თვეში 2-3-ჯერ ან უფრო იშვიათად აქვთ სექსუალური კონტაქტი.
გამოკითხვის შედეგებმა დაადასტურა ის ფაქტიც, რომ სექსის რაოდენობაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედნიერება. ასე მაგალითად, იმ ქალების 33%-ი, რომელთაც კვირაში 2-ჯერ აქვთ ინტიმური კავშირი, თავს "ძალიან ბედნიერად" გრძნობენ. იმავეს ამბობს ქალბატონების 15%-ი, რომელთაც თვეში რამდენჯერმე აქვთ სექსი.