ლარს ფონ ტრიერის მარკეტოლოგები მისი ახალი ფილმის, "ნიმფომანის" ირგვლივ ინტრიგას ავრცელებენ. ცნობილია, რომ ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც საკუთარ თავს ნომფომანად მიიჩნევს და ამას ძალიან განიცდის.
იხილეთ ფოტოგალერეა
თუმცა ბევრი კრიტიკოსის აზრით, ეს, უბრალოდ, მხატვრული პორნოა. რეჟისორის თქმით კი, კამერის წინ ნამდვილი სექსი მიმდინარეობდა.
მაგრამ უმთავრესი აქ ის არის, რომ ამას აკეთებდნენ პორნომსახიობები, ხოლო ემოციებს გამოხატავდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები: შარლოტა გენსბური, უმა თურმანი, უილიამ დეფო, შაია ლაბაფი და სხვანი.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, პოსტერებიდან ნათლად დაინახავთ, მათ ეს დამაჯერებელზე მეტიც კი გამოუვიდათ.