ამერიკულმა კომპანია AR Wear-მა ქალის უცნაური თეთრეული შექმნა. საცვლების დანიშნულებაა, დაიცვას ქალი გაუპატიურებისგან.
გარეგნულად ის ველოსიპედის შორტს მოგაგონებთ, - წერს The Queensland Times-
ი. უსაფრთხოების საცვლების შექმნის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი გახდა თითქმის შეუძლებელია.
როგორც ფსიქოლოგების კვლევებმა დაადასტურა, მსგავსი გამოგონება ამცირებს გაუპატიურებების რისკს.
მწარმოებლების ოფიციალურ განცხადებაში კი წერია: "პროდუქტი რთულად გასახდელია. ამაშია მისი შექმნის ძირითადი იდეა. შეუძლებელია მისი გახევა ან გაჭრაც, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტრუსები უხერხული სატარებელია. ის არ არის შესამჩნევი ტანსაცმელში."