გსურთ, რომ ძლიერი, ტემპერამენტიანი მამაკაცი გყავდეთ გვერდში? მაშინ გადახედეთ ამ პროდუქტების სიას და მაქსიმალურად შეამცირეთ მათი გამოყენება საყვარელი მამაკაცისთვის მომზადებულ კერძებში.
1. მარილი
როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, ნატრიუმის ჭარბად გამოყენება მთავარი ფაქტორია მაღალი არტერიული წნევის პროვოცირებისთვის, რაც თავის მხრივ, ერექტიულ დისფუნქციას იწვევს და იმპოტენციის მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებს ექვემდებარება.
2. სოიო
სოიოს პროდუქტებით მდიდარი რაციონიც ასევე ხელს უშლის მამაკაცის ნორმალურ ერექციას, რადგან სოიოს მარცვლებში მოჭარბებული ესტროგენი ტესტოსტერონის დონეს დაბლა სწევს.
3. დაკონსერვებული საკვები
პრაქტიკულად, ყველა კონსერვის ქილა შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას დიფენილოლპროპანს (დფპ). ასე რომ, ის მამაკაცები, რომლებიც რკინის ქილაში დაკონსერვებულ ხორცს ან პაშტეტს ანიჭებენ უპირატესობას, რისკავენ იმპოტენციით 4-ჯერ უფრო მეტად, ვიდრე ისინი, ვინც უარს ამბობენ კონსერვებზე.
4. ტრანს-ცხიმები
გაუჯერებელი ცხიმების ასეთი ნაირსახეობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მტრად ითვლება. კარგი ერექცია კი მხოლოდ მათ აქვთ, ვისაც გული წესრიგში აქვს.
5. შაქარი
სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში გლუკოზის საკმაო დოზის მოხვედრის შემდეგ ტესტოსტერონის დონე მეოთხედით იწევს დაბლა; ხოლო თუ ეს ჰორმონი დაბლა იწევს, მაშინ მამაკაცის სასქესო ორგანოც შესაბამის მდგომარეობაში ვარდება.