1987 წლის 13 ნოემბერს "უსაფრთხო სექსის" პოპულარიზაციისა და შიდსის ეპიდემიის აღმოფხვრის მიზნით, ტელეარხმა "ბი-ბი-სი"-მ პირველად გაუშვა ეთერით პრეზერვატივების კომერციული რეკლამა.
იხილეთ ფოტოგალერეა
მას შემდეგ საერთაშორისო მასშტაბით დაიწყო სოციალური კამპანია, რომლის მიზანიც გახლდათ ადამიანების ინფორმირება "საუკუნის მთავარი დაავადებისგან" თავის დასაცავად.
ამ კამპანიის ფარგლებში დღესაც უამრავი კრეატიული რეკლამა იქმნება. გთავაზობთ მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავებს.