იმ კაცის სპერმა, რომელსაც საყვარელი ქალის ერთგულებაში ეჭვი ეპარება, მკვეთრად განსხვავდება იმ მამაკაცის სპერმისგან, რომელიც არასოდეს დაეჭვებულა პარტნიორის ღალატში.
ამას ასაბუთებს ანალიზი.
ინგლისელი კლინიკური სექსოლოგის, ლინდსეი დოს სიტყვებით, მამაკაცის ეაკულაცია შეიცავს "სპერმატოზოიდ-კამიკაძეებს", რომლებმაც საშუალება არ უნდა მისცენ თანამოძმეებს, სხვა მამაკაცის ორგანოდან გაანაყოფიერონ კვერცხუჯრედი.
თუ მამაკაცი ქალს ღალატში სდებს ბრალს, მაშინ "კამიკაძეების" დონე მის სპერმაში იზრდება, რადგან ისინი უცხო სპერმატოზოიდებს უნდა შეებრძოლონ.
სპეციალისტები ბრძოლის ამ მეთოდს ბლოკირებას უწოდებენ, რამეთუ "სპერმატოზოიდი-კამიკაძეები" თავიანთ კუდს სპირალივით იყენებენ, რომლის მეშვეობითაც ისინი აშენებენ კედლებსა და ბარიკადებს მტერი სპერმატოზოიდების შესაჩერებლად. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ადრე მეცნიერები "კამიკაძე" სპერმატოზოიდებს ფრიგიდულებს უწოდებდნენ, რადგან ისინი პასიურობდნენ, არ ილტვოდნენ გასანაყოფიერებლად და მალე იხოცებოდნენ.
ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ "კამიკაძის" დონე სპერმის ანალიზში მთლიანად არის დამოკიდებული თავად მამაკაცის განწყობაზე. თუ ის სერიოზულად ეჭვიანობს ქალზე, მაშინ მისი ორგანიზმი დიდი რაოდენობით ასეთ სპერმატოზოიდს გამოყოფს.
და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი, ერთი მხრივ, იმაზეც მეტყველებს, რომ საყვარლისგან ქალს ცოტა შანსი აქვს დაფეხმძიმდეს, მეორე მხრივ, ამ შემთხვევაში, ოფიციალური პარტნიორისგან დაფეხმძიმების შანსიც კლებულობს, რადგან აქტიური სპერმატოზოიდების რაოდენობა მასში "მკვლელების" წარმოების ხარჯზე მცირდება.