სკანდალურმა ამერიკელმა მსახიობმა შაია ლაბეფმა ლანს ფონ ტრიერის ეროტიკული დრამის, "ნიმფომანის" გადაღებების მზადების პიკანტურ დეტალებზე ისაუბრა. თურმე, ვარსკვლავმა გადამღებ ჯგუფს საკუთარი პენისის ფოტო გაუგზავნა.
ფილმში არაერთი თამამი სცენაა. ამიტომაც გასაგებია შემქმნელების ინტერესი მთავარ როლზე პრეტენდენტი მამაკაცების ღირსების პარამეტრების მიმართ.
"როცა პირველად გადამღები ჯგუფის (და არა ლარსის) მოთხოვნის შესახებ გავიგე, შოკში ჩავვარდი, მათ ჩემი პენისის ფოტოები სჭირდებოდათ", - ყვება ლაბეფი.
როგორც ჩანს, შაიას მამაკაცური ღირსების ზომებმა ფილმის შემქმნელები დააკმაყოფილა, რადგან მსახიობი მთავარ როლზე დაამტკიცეს. ფილმში ასევე გადაიღეს უმა თურმანი, შარლოტა გეინსბურგი და ალექსანდრ სკარსგარდი.
თავის მხრივ, არც ლაბეფია მორცხვი და მსახიობმა, გარდა ფოტოსი, ფონ ტრიერს ნამდვილი სექს-ვიდეოც გაუგზავნა თავისი მონაწილეობით.
"მას ვიდეოჩანაწერიც გავუგზავნე - ჩემი და ჩემი გოგოს სექსის ამსახველი კადრები. ასე მივიღე ეს სამუშაო", - განაცხადა ლაბეფმა.
როგორც ცნობილია, შაია ლაბეფი ადრე მეგან ფოქსს ხვდებოდა. ამჟამად ფოქსი ბრაიან ოსტინ გრინის ცოლია და მისგან მეორე ბავშვს ელოდება.
მასალის წყარო: Mirror, Daily Mail