ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში უცნაური ფოტო გავრცელდა. ლოგინზე წამოწოლილი ახალგაზრდა წყვილი ინტერესით კითხულობდა აკაკი წერეთლის "თხზულებანს".
უცნაური ამ ამბავში ალბათ არაფერი იქნებოდა, რომ არა ის ფაქტი, რომ კადრი ერთ-ერთი რუსული პორნოსაიტიდან გახლდათ აღებული და ახალგაზრდა წყვილი წიგნის "წაკითხვის" შემდეგ სექსით კავდებოდა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებს ეს ფოტო თავდაპირველად "ფოტოშოპი" ეგონათ, მაგრამ მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ფოტო გავრცელდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, თუ საიდან მოხვდა გენიალური ქართველი მწერლის წიგნი პორნოგრაფიაში.
როგორც შემდეგ გაირკვა, ამ უცნაურ ისტორიაში "დამნაშავეები" რუსეთში მოღვაწე პორნოგიგანტი ძმები - ალექსანდრე და თემურ ბედენაშვილები აღმოჩნდნენ. სწორედ მათ ეკუთვნით საიტი, სადაც აღნიშნული კადრი გავრცელდა.
იხილეთ სრულად: reitingi.ge