ყურადღება მიაქციეთ იმას, ვის უზიარებთ თქვენს ინტიმურ ენერგიას. – გვირჩევენ მეცნიერები.
ფიზიკურ დონეზე სიახლოვისას თქვენი აურა მეორე ადამიანისას ეჯაჭვება და მიუხედავად იმისა, რამდენად უმნიშვნელოდაც უნდა გეჩვენებოდეთ ეს კავშირი, ამ დროს ენერგიის მძლავრი გაცვლა მაინც ხდება და შესაძლოა, უარყოფითი ნაკვალევიც დატოვოს თქვენს შინაგან სამყაროზე.
წარმოიდგინეთ ადამიანის აურის (ენერგიის) ცვალებადობა, რომელიც ხშირად იცვლის პარტნიორს! ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ მოუწესრიგებელმა სექსუალურმა ცხოვრებამ შესაძლოა, მის ცხოვრებაში უამრავი უარყოფითი ენერგია შეიტანოს და სრულიად შეცვალოს მისი აურა და მთლიანად ადამიანი.
ამიტომაც ძნელია, არ დაეთანხმო გამოთქმას: "არასოდეს დაწვე ისეთთან, როგორიც არ გინდა, რომ თავად იყო"!