საყვარელ მამაკაცს პარაშუტით ხტომა იტაცებს თუ საათობით ტელევიზორთან ზის და ფავორიტ გუნდს გულშემატკივრობს? ჰობი კარგად ასახავს ადამიანის ხასიათს, ასევე მის ეროტიკულ მოთხოვნილებებსაც.
ექსტრემალი. ის მუდმივად განიცდის ადრენალინის ნაკლებობას და ეძებს საშუალებებს - "მოიკლას წყურვილი". იყავით მზად იმისთვის, რომ უწყინარი პაემანი შეიძლება სადარბაზოში სექსით დასრულდეს. სისწრაფე, რისკი, აი რა აღაგზნებს მას.
• თუ დაიღლებით სასიყვარულო ეკვილიბრისტიკით და ღამის საწოლში გატარებას მოისურვებთ, დაუმტკიცეთ მამაკაცს, რომ ეს არც ისე მოსაწყენია, როგორც ერთი შეხედვით ეჩვენება. გიწყობთ რა დღესასწაულებს, თავადაც სურს თქვენგან საპასუხო ნაბიჯების გადადგმა.
• გაითვალისწინეთ ისიც, რომ ექსტრიმის მოყვარული მამაკაცისთვის, ისეთი "წვრილმანი", როგორიც კონტრაცეპციაა - არ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ საკითხის საკუთარ თავზე აღებაც თქვენ მოგიწევთ!
კოლექციონერი. არ აქვს მნიშვნელობა, რას აგროვებს მამაკაცი: მარკებს, რევოლუციამდელ ბროშურებსა თუ ბოთლების სახურავებს, მთავარი მისთვის - ესთეტიკური ტკბობაა. ის დიდად აფასებს ქალის მაქმანებიან და ლამაზ თეთრეულს და საღამოს მაკიაჟს. თუმცა მარტო სილამაზით ვერ გააოცებთ.
• კოლექციონერი მამაკაცი ხშირად ქალს ისე აფასებს, როგორც ძვირფას საკოლექციო ეგზემპლარს. ის აუცილებლად დაგისვამთ შეკითხვებს ექსშეყვარებულებისა და მათთან განშორების მიზეზების შესახებ. საწოლშიც ერთობ დაკვირვებულია და სკრუპულოზურად შეისწავლის თქვენი სხეულის თითოეულ დეტალს.
სპორტის ფანატი. ლოგინი ამ ტიპის მამაკაცისთვის "შეჯიბრისა და რეკორდების მოხსნის" ადგილია. მასთან სექსი გამოირჩევა მაღალი "ტექნიკით" და სისწრაფით. თუმცა ქალის სიამოვნება მის სიაში ბოლო ადგილს იკავებს. და საერთოდ, ის ფიქრობს, რომ მთავარია არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობა!
• ახლო ურთიერთობა სპორტზე შეყვარებულ მამაკაცთან გაახარებს სწრაფი (სპონტანური) სექსის მოყვარულ ქალბატონებს. თუ უპირატესობას ხანგრძლივ პრელუდიებს ანიჭებთ, მოგიწევთ მათი რამდენიმე აქტის მიყოლებით ჩანაცვლება.
ნადირობის, თევზაობის მოყვარული მამაკაცი. ის ძალიან ფრთხილი და დაკვირვებულია, არასდროს ჩქარობს და ყურადღებით აანალიზებს საკუთარი ქმედებების შედეგებს.საწოლში მონადირე ყურადღებით აკვირდება ქალს, რათა გამოიცნოს მისი სურვილები და დაიმახსოვროს, რა მოსწონს მას.
• სიზანტისა და მოჩვენებითი უინიციატივობის მიუხედავად, ამ ტიპის მამაკაცს არ უყვარს, როდესაც ქალი ზედმეტ ინიციატივას იჩენს. "ნადავლმა" თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მოთმინებით დაელოდოს, როდის დაეუფლება მონადირე.
ავტომოყვარული. მისთვის ძნელია ბუნებრივი სილამაზის შეფასება. მას მიაჩნია, რომ იმ ქალებსაც კი, რომელთა დანახვაზე მამაკაცების უმეტესობას "მადა აღეძვრება", არ აწყენდათ "ხელის შევლება." ავტომოყვარულ მამაკაცს აღაგზნებს სილიკონის მკერდი, ხელოვნურად გაზრდილი თმა და ფრჩხილები...
• ამ ტიპის მამაკაცები მწვავედ განიცდიან ყველა დეტალს, რაც "მამაკაცურ ღირსებას" ეხება. არც იფიქროთ მასთან ამ თემაზე გახუმრება!
ფოტომოყვარული - ხასიათის კაცია. არ არის გამორიცხული, სიახლოვის დროს შეწყვიტოს მოძრაობა და დაფიქრდეს, როგორ გამოჩნდებოდა თქვენი შიშველი სხეული პორტიერზე. მას შეიძლება რამდენიმე "დუბლიც" დასჭირდეს, რომ საქმე "ბოლომდე მიიყვანოს". თავად მოგეხსენებათ: ხელოვნება ამსხვრევს სტერეოტიპებს!
• თუ შენიშნავთ, რომ მამაკაცი საკუთარი თავით და ფიქრებით უფროა დაკავებული, ვიდრე თქვენით, აუხსენით, რომ თქვენ მისი მუზა და არა შიშველი მენატურე ხართ.
ჟურნალი "... და ქალი" (აგვისტო-სექტემბრის ნომერი)