SEX...

ინტელექტი, როგორც აფროდიზიაკი-Sa­pi­en­ti sat - "და ქალის" ჟურნალისტის აღსარება: მე საპიოსექსუალი ვარ!!!! :)

ინტელექტი, როგორც აფროდიზიაკი-Sa­pi­en­ti sat  - "და ქალის" ჟურნალისტის აღსარება: მე საპიოსექსუალი ვარ!!!! :)
ია ბერიაშვილის ბლოგი

იდეალური მამაკაცი - ისეთივე სუბიექტური ცნებაა, როგორც სიყვარული, მაგრამ ერთი კი ცხადია, დროთა განმავლობაში მამაკაცური (მასკულინური) მომხიბვლელობის სტანდარტი იმდენად შეიცვალა, რომ ამგვარ ევოლუციას 20 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.
აღმოჩნდა, რომ XXI საუკუნის მამაკაცს თითის განძრევაც კი აღარ სჭირდება სასურველი ქალის მოსახიბლად. თითის ნამდვილად არა, მაგრამ ტვინის განძრევა კი – აუცილებლად. კუნთებით, დაჭიმული ტორსითა და ფიზიკური ძალით ახლა ნაკლებად თუ გააკვირვებ ვინმეს, სამაგიეროდ, ინტელექტი და ძლიერი გონებრივი მონაცემები ნამდვილ აფროდიზიაკად იქცა თანამედროვე ადამიანის მოსახიბლად. ამგვარი
დამოკიდებულება საპირისპირო სქესისადმი ჯერჯერობით მასობრივ ხასიათს არ ატარებს, თუმცა ტენდენციური რომაა, ამაზე ყველა ერთხმად თანხმდება. თანაც, თუკი გავითვალისწინებთ მასმედიის საშუალებების მძლავრ პროპაგანდას, ვგონებ, საქმე მალე მივა სტერეოტიპების ცვლამდე. ყოველი შემთხვევისთვის, დასავლეთმა უკვე შეცვალა სტანდარტი და კუნთმაგარი რემბო ასექსუალი შელდონ კუპერით ჩაანაცვლა ("დიდი აფეთქების თეორია").

მასობრივი საპიოსექსუალიზაცია -  ასე უწოდებენ თანამედროვე ენაზე ამ პროცესს.

განმარტება #1: საპიოსექსუალი – ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ჭკვიანი, ინტელექტუალური პიროვნებები იზიდავს.

განმარტება #2: ტერმინი "საპიოსექსუალი" ნაწარმოებია ორი ლათინური სიტყვისაგან: "საპიო" - გონება და "სეხუს" - სქესი.

ცნობა #1: ტერმინი "საპიოსექსუალი" დაამკვიდრა ბრიტანელმა მსახიობმა მარიანა ივლინ ფეიტფულმა. როგორც ირკვევა, სექსუალური ნეოლოგიზმების დამკვიდრება ამ ქალბატონს სისხლში აქვს, რადაგან შვილიშვილად ერგება ცნობილ მწერალ ლეოპოლდ ფონ ზახერ მაზოხს, რომელმაც თავის დროზე დაამკვიდრა ტერმინი "მაზოხიზმი".
ძიების შედეგად კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს მივაგენი: რეჟისორ ვუდი ალენის მოთხრობა "სულის მეძავი"  საპიოსექსუალიზმის ერთგვარ მანიფესტადაც კი შეგვიძლია მივიჩნიოთ.

მთავარი გმირი "ღალატობს" ცოლს ინტელექტუალ მეძავებთან. ოჯახისაგან მალულად ის დარბის მსუბუქი ყოფაქცევის ოქროსმედალოსან სტუდენტ გოგონებთან, რათა ანაზღაურების სანაცვლოდ ესაუბროს დანტესა და ელიოტზე. გოგონების ფასი იზრდება და მერყეობს იმის მიხედვით, თუ რამდენად განათლებულია ის და რამდენად ღრმად იცნობს მსოფლიო ლიტერატურას თუ მეცნიერების ამა თუ იმ დარგს. ინტელექტუალურ ბორდელს უამრავი მომხმარებელი ჰყავს, მამაკაცები დიდ თანხებს იხდიან ჭკვიან გოგონებთან საუბარში. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც მიბნედილ მზერასა და ღრმა დეკოლტეზე მეტად განათლებულ ქალთან მუსაიფი აღაგზნებს; ვისთვისაც საუკეთესო აფროდიზიაკი ფილოსოფიური კამათია, ვისაც გონებრივი ძალა ურჩევნია ფიზიკურს, ხოლო TED.com-ზე გამოქვეყნებული ლექციები – გულახდილ ეროტიკულ ფილმებს.

გამოდის, რომ ვუდი ალენი საპიოსექსუალის ერთგვარ არქეტიპზე საუბრობს და აღწერს ყველა იმ თავისებურებასა და შეგრძნებებს, რასაც ამგვარი ადამიანები განიცდიან.

ეს იყო ადრე, ახლა კი ამგვარი მიდრეკილებები ერთგვარ ტრენდად იქცა, რასაც ხელი შეუწყო პოპულარულმა სერიალებმა და ზოგადად, მასმედიამ. მას შემდეგ, რაც BBC-ს არხზე გამოჩნდა Sher­lock-ის პირველი სეზონი, მისი უცნაური, ცოტათი შეუხედავი, მაგრამ არანორმალურად გონებამახვილი და ქარიზმატული დეტექტივი ერთგვარ სექს-სიმბოლოდ იქცა, რომლის ფოტოებმაც დიდი ადგილი დაიკავა მთელი მსოფლიოს გოგონების დესკტოპებსა და ტელეფონის ეკრანებზე.

ვფიქრობ, სწორედაც რომ შერლოკით დაიწყო მასობრივი საპიოსექსუალიზაციის პროცესი და საყოველთაო სურვილის ობიექტად იქცა კაცი, რომელიც ერთხელაც კი არ გაშიშვლებულა ეკრანზე და არ ჰქონია არც ერთი ეროტიკული სცენა. არავითარი რომანტიკა, მხოლოდ გონების თამაშები. როგორც აღმოჩნდა, ეს ამბავი სხვებისთვისაც ისეთივე მიმზიდველი ყოფილა, როგორც ჩემთვის.

დეტექტივი პატრიკ ჯეინი სერიალიდან "მენტალისტი" 7 სეზონია უკვე იკვლევს სისხლიან ისტორიებსა და დანაშაულებრივ სქემებს, თუმცა, მხოლოდ ბოლო სეზონში შეძლო, გაება ნამდვილი რომანი კოლეგასთან, ოღონდ იმდენად მშრალად და არარომანტიკულად, რომ ამ ურთიერთობისთვის რომანის დარქმევაც კი ჭირს. პატრიკს ეშინია მაღალი ხმის, იმალება ნებისმიერი სროლის დროს, არ ამჟღავნებს არანაირ ძალასა და ვაჟკაცურ ნიშან-თვისებებს, არასდროს სვამს ალკოჰოლს და უპირატესობას პაკეტის ჩაის ანიჭებს. თუმცა, ეს და მრავალი სხვა საინტერესო და არასუპერგმირული ჩვევა არ უშლის ხელს, შედიოდეს ყველაზე სექსუალური კინოპერსონაჟების სიაში.

მამაკაცური მომხიბვლელობის სტანდარტები იცვლება თვალსა და ხელს შუა. ახალგამომცხვარი საპიოსექსუალები, რომელთაც უკვე ძალიან მობეზრდათ XXI საუკუნის თავისუფალი ურთიერთობები, ეძებენ რაღაც ახალსა და სულიერს. Smart is new sexy – ეს ერთგვარი სლოგანია, გახმოვანებული სერიალში "დიდი აფეთქების თეორია", რომელიც დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ასე რომ, ნუღარ გაიოცებთ და ნუ გაგიკვირდებათ, თუკი ერთ დღესაც, ინტერნეტში ან რაიმე სხვა გამოცემაში წააწყდებით განცხადებას: დამწყები საპიოსექსუალი ეძებს ინტელექტუალურ პარტნიორს კვანტური ფიზიკის კანონებზე სასაუბროდ. მოკლედ, Sa­pi­en­ti sat!


ჟურნალი "...და ქალი" (თებერვლის ნომერი)


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
კაკადუ
ჯერ იYო და Lამბერ სექსუალი ძლივს დავიმახსოვრე ახლა ეს საპიო სექსუალი კიდევ:)) მაგარია,ვგიჟდები ინტელექტუალ ადამიანებზე,გამოდის რომ საპიო ვარ???? Vაი ^ მე:))))
19:56 / 25-02-2015
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93