SEX...

5 მნიშვნელოვანი სექს-შეკითხვა, რომელიც ვალდებული ხარ, რომ დაუსვა შენს მეორე ნახევარს

5 მნიშვნელოვანი სექს-შეკითხვა, რომელიც ვალდებული ხარ, რომ დაუსვა შენს მეორე ნახევარს
კლინიკური სექსოლოგი პეტი ბრიტონი ამტკიცებს: სექსზე საუბარი მასთან, ვისთან ერთადაც ცხოვრებას აპირებ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ფინანსურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე მსჯელობა.
"თუკი წყვილი არ განიხილავს სექსს ურთიერთობის დასაწყისშივე, მაშინ შემდგომში ამაზე საუბარი სულ უფრო გაუჭირდება, - ამბობს ბრიტონი. – ყველა ჩვენგანი იმსახურებს იმას, რომ რეალიზებული იყოს და იცოდეს, რას წარმოადგენს ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში – მათ შორის, სექსშიც. მაგრამ თუკი თქვენ არ საუბრობთ სექსუალურ სურვილებზე, ეს ხელს შეუშლის თქვენს თვითრეალიზაციას, ხოლო განუხორციელებელი სექსუალური სურვილები კი
არ გაქრება, არამედ, პირიქით, ისინი აიწევს უფრო და უფრო ინტენსიურ სტადიაზე".
ამიტომაც, როგორც კი მიხვდებით, რომ შესაფერისი მომენტი დადგა, წამოჭერით თემა, რა მოგწონთ საწოლში და დაუსვით პარტნიორს შემდეგი 5 შეკითხვა:

1. "რა მოგწონს ყველაზე მეტად სექსში?"
თუ გაბედული ხართ, სთხოვეთ, გაჩვენოთ!

2. "შემიძლია, გითხრა, მე რა მომწონს სექსში?"
აუცილებლად მიუთითეთ იმაზე, რაც თქვენ მოგწონთ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე და ის, რის მოსინჯვასაც შეეცდებოდით.

3. "რას ელი სექსისგან ჩვენს ურთიერთობაში?"
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: რა სიხშირით გსურთ სექსი, როგორი სექსი გსურთ?

4. "რა არის კარგი და რა ცუდი ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაში?"

5. "რა დატვირთვა გსურს, რომ ჰქონდეს სექსს ჩვენს ურთიერთობაში?"
ეძებთ ღრმა ურთიერთობებს, მაქსიმალურ სიამოვნებას, ვნებას თუ ყველაფრის კომბინაციას?



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93