4 წლის წინ მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვან ლულუ კახიანის ქალიშვილმა, 15 წლის ლენო გვარჯალაძემ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი შვილის შესახებ სოციალურ ქსელში ლულუ კახიანი პოსტს აქვეყნებს:
"ჩემი ლენო 20 წლის… დე, ისევ ისე მენატრები, ისევ ისე მტკივა, ისევ ისე მაკლიხარ, ისევ ისე მიყვარხარ, ისევ ისე მჭირდები, ისევ ისე გელოდები… გილოცავ…დამესიზმრე, გთხოვ" - წერს ლულუ.
"მა, დაბადების დღეს გილოცავ სადაც ხარ. მიყვარხარ და მენატრები - Forever 15", - წერს ლენოს მამა გიორგი გვარჯალაძე.