გიორგი ძოწენიძე და მია მაჩაბელი მეორე შვილს ელოდებიან. პირველი გოგონაა, ანიტა, მეორე პატარას სქესი კი წყვილმა უკვე იცის. „ურსას“ სოლისტი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება ამ მოლოდინის შესახებ:
„მეორე ბავშვს ველოდებით სექტემბერში. ამჯერად ბიჭია. როდესაც დაოჯახებული ხარ და ცოლ-შვილი გყავს, შენი ცხოვრებისეული მოტივაცია ძალიან ძლიერია.
პირველი გოგო რომ შემეძინა, მოლოცვისას რამდენიმემ მითხრა, არა უშავს, გოგო რომ გეყოლაო. ეს დამოკიდებულება ძალიან არ მომწონს…
მინდა, შვილის დაბადებას დავესწრო. მეორე შვილს სექტემბერში ველოდებით და სექტემბერში ასევე გასტროლები გვაქვს გერმანიაში. დიდი იმედი მაქვს, ისეთ დროს დაემთხვევა ჩემი შვილის დაბადება, როცა გასტროლებზე არ ვიქნები. შვილის დაბადების მომენტის ყურება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წამებია…“ - ამბობს გიორგი.
გიორგი ძოწენიძე
"საკმაოდ მოკლე დროში, 360 გრადუსით შეიცვალა ჩემი ცხოვრება და შეხედულებები. ბევრისგან მსმენია, როგორ ცვლის ცხოვრებას შვილის დაბადება, მაგრამ ასეთი ბედნიერება მართლა ვერ წარმომედგინა. უფლისა და ჩემი მეუღლის მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მეც გამხადეს ამ ბედნიერების ღირსი. პატარა ძალიან საყვარელი და მშვიდია. მეუღლე მეუბნება, ნუ ამბობ ასე, თვალი არ ეცესო (იცინის). თუ ეს მოხდა, მერე „შარში“ ვიქნები, მომიწევს ღამეების გათენება (იცინის). ამ მომენტისთვის მხოლოდ მაშინ არის ცუდ ხასიათზე, როცა შია, ამით მამას ჰგავს.
მშობიარობას დავესწარი. ბევრმა მითხრა, არ დაესწრო, შენთვის ეს ძალიან დიდი სტრესი იქნებაო. უკვე შიგნით მყოფი ვფიქრობდი, რომ იმ მომენტში გარეთ უფრო მეტად ვინერვიულებდი, რადგან არ მეცოდინებოდა, იქ რა ხდებოდა. გარდა ამისა, იმდენად დიდი ემოციაა, როცა უყურებ, როგორ იბადება შენი შვილი და იმის გააზრება, რომ უდიდესი სასწაულის მომსწრე ხდები – თუკი ღმერთი მოგცემს ამის საშუალებას, ჩემი აზრით, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. ბევრისგან გამიგია, რომ ამ დროს თვითონ ხდება ცუდად, მაგრამ მე მართლა მგონია, რომ გარეთ უფრო გამიჭირდებოდა. სიმართლე გითხრათ, იმდენმა ადამიანმა მითხრა, არ დაესწროო, უკვე გადაფიქრებული მქონდა. მერე მიამ მკითხა, რა გადაწყვიტეო და მივხვდი, რომ უნდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი. გულწრფელად ვიტყვი, თავიდან მის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვისაც ძალიან მაგარ რამეს ვაკეთებდი" - იხსენებდა მომღერალი.