„ჩვენ კარგად ვართ. დიდი მადლობა მოკითხვისთვის, მოლოცვისთვის. არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ ამ სითბოსთვის და სიყვარულისთვის“, - თქვა ბოლოს გამოქვეყნებულ ვიდეოში ქეთი ხატიაშვილმა, რომელიც მეორე შვილის დედა სულ ცოტა ხნის წინ გახდა.
დავით კაჭარავა და ქეთი ხატიაშვილი პირველი საერთო შვილის მშობლები 13 მარტს გახდნენ. წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც ილია დაარქვეს.
ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა
ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და დასვენების ან მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ.
პირად ცხოვრებაში კი ჰქონდა რთული ეტაპი. რამდენიმე წლის წინ მისი ქორწინება ბიზნესმენ ლევან ვადაჭკორიასთან დასრულდა. მარტო ზრდის გოგონას. ქეთის და მორაგბე და პარლამენტის დეპუტატ დავით კაჭარავას რომანი დაფარული აღარ არის, მაგრამ ამის შესახებ არ საუბრობენ, მხოლოდ ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ.
"როგორც გარედან ჩანს – ლამაზი კაბები, ვარცხნილობა, მაკიაჟი, გაღიმებული ფოტოები – ისეთი ბრწყინვალე არ არის. ბევრი სირთულე გავიარე – ოჯახის დანგრევა, გაჭირვება; სპორტშიც მქონდა დაბრკოლებები და დეპრესია, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, ისეთი ქეთი არ ვიქნებოდი, როგორიც ვარ. კარგია, თუ სხვის შეცდომებზე ისწავლი, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ჩვენ, ყველანი, ჩვენს გზას გავდივართ. არ არსებობს ცხოვრების ერთი დადგენილი თეორია. ამიტომ თავად უნდა შეძლო გზის გაკვალვა..." - ამბობდა ქეთი.
"ანასტასია სულ უფრო ემსგავსება დედას... " - 9 თვის ორსული ქეთი ხატიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ულამაზეს კადრებს გვიზიარებს
"ბეიბი ბუმი" - ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც წელს დედები გახდნენ
ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა უკვე რამდენიმე წელია, ერთად არიან. მათი რომანის შესახებ გარკვეული პერიოდის მანძილზე არავინ იცოდა, რადგან როგორც ქეთი ამბობს, მისი ქალიშვილისთვის მშობლების დაშორება რთული იყო.
"დიდხანს ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი. ანასტასიამ რთულად გადაიტანა ჩემი და მამის დაშორება და ამიტომ ძალიან ვფრთხილობდი ხელმეორედ ამ ნაბიჯის გადადგმას. შვილი კიდევ მინდოდა, მაგრამ მეშინოდა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც გარკვეული პერიოდი ვერ დავფეხმძიმდი. მერე ვიმკურნალე, საკმაოდ გაიწელა ეს პროცესი და აი, ახლა ასეთ სასიამოვნო მდგომარეობაში ვარ. მეუბნებოდნენ, რომ უნდა მოვდუნებულიყავი, სტრესი მომეხსნა და ცოტა ხნით დამევიწყებინა ეს პრობლემა. ასეც მოვიქეცი, გადავყარე წამლები, ტესტები და ახალი შეგრძნებებიც მალევე გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ" - ამბობდა ქეთი ჟურნალ OK!-სთან ინტერვიუში.
დავით კაჭარავა წარსულში დაქორწინებული იყო ანკა დუნდუაზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაშორდა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს, რომელსაც დავითი ბევრ დროს უთმობს. მეუღლესთან დაშორების შემდეგ კაჭარავას ცხოვრებაში ქეთი ხატიაშვილი გამოჩნდა. მათ ერთმანეთი ერთ-ერთ სპორტულ ცენტრში გადაღებაზე გაიცნეს, სადაც ორივე მწვრთნელად მუშაობდა.