დიოდური აპარატით არასასურველი თმის მოცილება სულ უფრო აქტუალური ხდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.
მაგრამ ყოველთვის სწორად ვირჩევთ დაწესებულებას, სადაც ეპილაციას გავიკეთებთ?!
1. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა ჩვენი კანი პრიალა, გლუვი გახდეს და ლაქები არ გაგვიჩნდეს?
ნინო კანდელაკი - კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის დერმატო-კოსმეტოლოგი:
უპირველესად, აპარატი უნდა იყოს უსაფრთხო. რას ნიშნავს ეს?! ეპილაციის აპარატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწორად განსაზღვრული ტალღის სიგრძე და გაცივების სისტემა. პროცედურის ჩატარებამდე ან მის შემდეგ, რამდენიმე დღე რუჯის მიღება რეკომენდებული არ არის. აუცილებელია, ეპილაციის წინ კანის მდგომარეობა დაათვალიეროს ექიმმა-დერმატოლოგმა. ამიტომ სასურველია, დიოდური ეპილაცია გაკეთდეს სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
2. შესაძლებელია ეპილაციის გაკეთება სხეულის ნებისმიერ ზონაზე?
ეპილაციის გაკეთება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ზონაზე, სადაც არის ჭარბი თმის მოცილების აუცილებლობა. კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი დიოდური ლაზერი არის აბსოლუტურად უსაფრთხო.
ის მიჰყვება თმის ღერს და არღვევს ფოლიკულის სტრუქტურას. შესაბამისად, ცოტა ხანში თმა ცვივა. ამოდის გაცილებით ნაკლები. რამდენიმე პროცედურის შემდეგ კი საერთოდ ქრება. ექიმი-კოსმეტოლოგი ზუსტად საზღვრავს კანის სტრუქტურას, რათა შემდგომი გართულებები გამოირიცხოს. ბოლო თაობის დიოდის ლაზერი, რომელიც კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრში გვაქვს, კარგად ხედავს ღია ფერის თმას და ასევე, მას გააჩნია გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
R