დაიკელით ერთ კვირაში 5 კილო! ვაშლის დიეტა - გემრიელი და სასარგებლო! - Marao

დაიკელით ერთ კვირაში 5 კილო! ვაშლის დიეტა - გემრიელი და სასარგებლო!

2015-07-03 12:26:56+04:00

ვაშლი ვიტამინებითა და სასარგებლო თვისებებით მდიდარი ხილია. აგრეთვე, დაბალკალორიულია. წვავს ცხიმებს და აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ვაშლის დიეტა რამდენიმენაირია: განტვირთვის დღე ვაშლზე, როცა მთელი დღის განმავლობაში კილო-ნახევარი ვაშლი უნდა ჭამოთ, ან ვაშლისა და მაწვნის დიეტა (საკვების მიღების შემდეგ უნდა დალიოთ 1 ნახ.ჭიქა მაწონი, შეჭამოთ 1 ვაშლი). ჩვენ კი გთავაზობთ ვაშლის ერთკვირიან გემრიელ დიეტას, რომელიც არც შიმშილის გრძნობას გაგრძნობინებთ და წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ. მენიუ სამდღიანია, მეოთხე დღეს პირველის მენიუ უნდა გაიმეოროთ, მეხუთე დღეს - მეორის და ასე, სანამ შვიდ დღეს არ შეასრულებთ.

პირველი დღე

საუზმე: 1 ნაჭერი ჭვავის პური, 1 სადილის კოვზი უცხიმო ხაჭო, ნახევარი ვაშლი.

სადილი: 150 გრამი მოხარშული თევზი, 1 ვაშლი, 1 ფორთოხალი.

სამხარი: 1 ვაშლი, 100 გრამი უცხიმო ხაჭო.

ვახშამი: 2 ნაჭერი ჭვავის პური, ორ ნაჭერ ყველთან ერთად, 1 ვაშლი.

მეორე დღე

საუზმე: 1 გახეხილი ვაშლი, 1 ს/კ ქიშმიში, 30 გრამი შვრიის ფანტელი, 150 მლ რძე.

საუზმესა და სადილს შორის, თუ ძალიან გაგიჭირდათ, შეგიძლიათ, ერთი ვაშლი შეჭამოთ.

სადილი: კომბოსტოს სალათა (100 გრამი კომბოსტო, საშუალო ზომის სტაფილო, 2 ვაშლი, 1 ს/კ ზეთი, ლიმონის წვენი).

სამხარი: 100 გრამი მაწონი, 1 ვაშლი.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი, 1 ვაშლი, 1 ბანანი.

მესამე დღე

საუზმე: 1 ვაშლი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 1 მოხარშული კვერცხი.

სადილი: 100 გრამი ქათმის თეთრი ხორცი, 1 ვაშლი, 1 ტკბილი წიწაკა.

სამხარი: 1 ვაშლი, 1 ჭიქა მაწონი.

ვახშამი: 100 გრამი მოხარშული კარტოფილი (მწვანილით, 2 ჩ/კ ზეთითა და 1 ჩ/კ ლიმონის წვენით), 1 ვაშლი.

გემრიელად მიირთვით და იყავით ჯანმრთელი!