სახისთვის
იმისათვის, რომ იდეალური სახის კანი გქონდეთ რძე 1:1 გააზავეთ თბილი წყლით და მიღებული ნაზავით დაიბანეთ სახე. სასურველია, დილა-საღამოს. შეიმშრალეთ ბამბის დისკით და წაისვით მკვებავი კრემი.
თუ დილაობით ჩაშავებული თვალებით იღვიძებთ, ბამბის დისკები დაასველეთ რძეში და 10-15 წუთით მიიდეთ უპეებზე.
ჩაშავებული თვალებისთვის ასევე სასარგებლოა, ხაჭო, რომელსაც ბინტში გადაახვევთ და უპეებზე დაიდებთ.
კანის გასაახალგაზრდავებლად დაამზადეთ რძის ყინული: რძე და წყალი ერთმანეთში აურიეთ (1:1). გაყინეთ და ყოველ დილით გაიწმინდეთ სახე. ცოტა ხანში აღმოაჩენთ, რომ კანი გადაგეტკიცათ და ფერი გაგიუმჯობესდათ.
ხელებისა და სხეულისთვის
ხელის კანის დასატენიანებლად საუკეთესო საშუალებაა არაჟანი. ძილის წინ წაისვით ხელებზე, ჩაიცვით ხელთათმანი და დაიძინეთ. დილით ჩამოიბანეთ და განსხვავებაც ნახეთ.
რძისა და თაფლის აბაზანა გაგიუმჯობესებთ ხელის კანისა და ფრჩხილების სტრუქტურას.
თუ გსურთ გადატკეცილი კანი გქონდეთ და ცელულიტისგან გათავისუფლდეთ, დაამზადეთ სკრაბი: არაჟანში შეურიეთ დაფქვილი ყავა და ცოტა თაფლი (თვალის ზომით). უკვე შემადგენლობის მიხედვით მიხვდებით, რომ თქვენი სხეული სასარგებლო თვისებებსაც მიიღებს: არაჟანი და თაფლი დაატენიანებს და გამოკვებას კანს, ყავა კი გააუმჯობესებს ნივთიერებათა მიმოქცევას, რაც ცელულიტს მოგაშორებთ. სკრაბი პრობლემურ ადგილებზე წრიული მოძრაობებით წაისვით. გაიჩერეთ ცოტა ხანი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
დროდადრო მიიღეთ რძის აბაზანები. აბაზანაში ჩაასხით ნახევარი ლიტრი რძე, ჩაწექით და მოდუნდით 30-40 წუთით.
ჯადოსნური ნიღბები თვალის ირგვლივ წვრილი ნაოჭების გასაქრობად