თანამედროვე ოფლის საწინააღმდეგო დეოდორანტები ხშირად მავნე ნივთიერებებს შეიცავს. იწვევს ალერგიას, ჰორმონალურ ძვრებს და ზოგჯერ კიბოს მიზეზიც ხდება. არადა, არსებობს ნატურალური უვნებელი საშუალებები, რომლებსაც დეოდორანტის ეფექტი აქვს.
1. შემდეგი მცენარეების ეთერზეთები (იყიდება აფთიაქებში)
• ფორთოხლის
• ბერგამოტის
• მიხაკის
• კედრის
• ლავანდის (არ შეიძლება ორსულთათვის)
• ევკალიპტის
• ჩაის ხის
• როზმარინის (არ შეიძლება ორსულთათვის)
• ფიჭვის
ეთერზეთი წყალში გააზავეთ, მოათავსეთ სპრეის ფლაკონში ან რამდენიმე გაუზავებელი წვეთი თითით წაისვით იმ ადგილებში, სადაც სუნი ჩნდება.
2. მუხის ქერქი - აფთიაქებშიც იყიდება. მისი ნახარში (1 ს.კ. ქერქი 1 ლ წყალზე) ანტისეპტიკადაც გამოდგება. მისი გამოყენება ადვილია: ნახარშში დაასველეთ ბამბის ტამპონი და იმ ადგილებში წაივით, სადაც სუნი ჩნდება.
3. საჭმელი სოდა - სველ თითს რაც ამოჰყვება, იღლიებში შეიზილეთ. სუნს შესანიშნავად ამარცხებს.
იხილეთ სტატია სრულად